როდის აღასრულებს უფალი მლოცველის სიტყვისამებრ


საკვანძო მუხლები:

გამოსვლა 8 : 13 ; რიცხვნი 14 : 20 ; 3მეფეთა 13 : 5 ; 4მეფეთა 5 : 14 ; 4მეფეთა 6 : 18 ; ფსალმუნები 68 : 32 ; ფსალმუნები 105 : 44 ; იერემია 29 : 12 ; იერემია 42 : 4 ; მარკოზი 11 : 23 ; იოანე 9 : 31 ; იოანე 15 : 7 ; იაკობი 4 : 3 ; იაკობი 5 : 16 ; 1იოანე 3 : 21 ; 1იოანე 5 : 14 ; ეფესელთა 3 : 12 ; ებრაელთა 10 : 35 ;
3.21.7 როდის აღასრულებს უფალი მლოცველის სიტყვისამებრ

- უფალი უსმენს სულით გლახაკებს, მის მოშიშებს, ვინც მასში რჩება ფს.68,32 იერ.29,12 იოან.9,31; 15,7; 1იოან.3,21-24

- უსმენს მისი აღთქმის შემხსენებლებს ფს.105,44.45

- შემკითხველებს იერ.42,4

- ვისაც გული არ გმობს და აქვს გაბედულება მის წინაშე 1იოან.3,21 ეფ.3,12 ებრ.10,35.36

- ვინც არ ითხოვს ბოროტად იაკ.4,3

- არამედ რწმენით იაკ.5,15-18

- ვინც ითხოვს მისი ნებისამებრ 1იოან.5,[14].15

- მაშინ უფალიც აღასრულებს სათხოვარს მლოცველის სიტყვისამებრ გამ.8,13 რიცხ.14,19.[20]; 3მფ.13,5; 4მფ.5,14; 6,18 მარ.11,23

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 8
13. აასრულა უფალმა მოსეს სიტყვა და ამოწყდნენ გომბეშოები სახლებში, ეზოებში და მინდვრებში.

რიცხვნი 14
19. გთხოვ, მიუტევე ეს ცოდვა ამ ხალხს შენი დიდი მოწყალებისამებრ, როგორც პატიობდი მას დანაშაულს ეგვიპტიდან მოყოლებული აქამდე”.
20. უთხრა უფალმა მოსეს: "მიმიტევებია, შენი სიტყვისამებრ.

3მეფეთა 13
5. დაიშალა სამსხვერპლო და ნაცარიც გაიფანტა სამსხვერპლოდან იმ ნიშნის თანახმად, ღვთისკაცმა რომ გააცხადა უფლის შეგონებით.

4მეფეთა 5
14. ჩავიდა, შვიდგზის ჩაყვინთა იორდანეში, ღვთისკაცის სიტყვისამებრ, და ჩვილი ბავშვივით განუახლდა ხორცი და განიწმიდა.

4მეფეთა 6
18. ჩავიდნენ მასთან არამელები. ილოცა ელისემ უფლისადმი და თქვა: დააბრმავე ეს ხალხი! და დააბრმავა ისინი ელისეს სიტყვისამებრ.

ფსალმუნი 68
32. რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.

ფსალმუნი 105
44. და მაინც მოხედა მათ გაჭირვებას, როცა მოისმინა მათი ღაღადი.
45. გაიხსენა თავისი აღთქმა და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალებით.

იერემია 29
12. მომიხმობთ და მოვალ, შემევედრებით და მოგისმენთ.

იერემია 42
4. უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: კეთილი. ახლა ვილოცებ უფლის, თქვენი ღვთის მიმართ, თქვენი თხოვნისამებრ, და ყველაფერს გამოგიცხადებთ, რასაც უფალი გიპასუხებთ, არაფერს დაგიმალავთ.

მარკოზი 11
23. რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის.

იოანე 9
31. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ცოდვილებს არ უსმენს. არამედ, მხოლოდ იმას, ვინც ღმერთის მოშიშია და მის ნებას ასრულებს, იმას უსმენს იგი.

იოანე 15
7. თუ ჩემში დარჩებით და ჩემი ნათქვამი თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რასაც ისურვებთ და გექნებათ.

იაკობი 4
3. ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ.

იაკობი 5
15. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება.
16. ერთმანეთის წინაშე აღიარეთ თქვენი ცოდვები და ილოცეთ ერთმანეთისთვის, ვინაიდან ბევრი რამ ძალუძს მართლის გულმოდგინე ლოცვას.
17. ელია ჩვენნაირი კაცი იყო და ლოცვით ილოცა, რომ არ ეწვიმა, და სამი წლისა და ექვსი თვის მანძილზე წვეთი არ დასცემია მიწას.
18. კვლავ ილოცა და მისცა ცამ წვიმა, და მიწამაც აღმოაცენა თვისი ნაყოფი.

1იოანე 3
21. საყვარელნო! თუ გული არ გვ­დებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან.
22. და რასაც კი ვთხოვთ, მივიღებთ მისგან, რადგან ვიცავთ მის მცნებებს და მოსაწონს ვიქმთ მის წინაშე.
23. ხოლო მისი მცნება ის არის, რომ გვწამდეს მისი ძის იესო ქრისტეს სახელი და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც გვამცნო.
24. მისი მცნებების შემნახველნი, მასში რჩებიან, ის კი მათში. ის რომ ჩვენში რჩება, იმ სულით ვიცით, რომელიც მან მოგვცა.

1იოანე 5
14. და აჰა, რა გულდაჯერება გვაქვს მის მიმართ, რომ, როცა რამეს ვთხოვთ მისი ნებისამებრ, იგი გვისმენს.
15. ხოლო როცა ვიცით, რომ იგი გვისმენს, რასაც კი ვთხოვთ, ისიც ვიცით, რომ გვაქვს, რაც მისგან ვითხოვეთ.

ეფესელთა 3
12. რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით.

ებრაელთა 10
35. მაშ, ნუ მიატოვებთ თქვენს გაბედულებას, რომელსაც დიდი საზღაური აქვს.
36. მოთმინება გესაჭიროებათ, რათა აღასრულოთ ღვთის ნება და მიიღოთ აღთქმული.