ლოცვა მსხვერპლია, ღვთის მადიდებელთა ბაგის ნაყოფი


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 49 : 14 ; ფსალმუნები 68 : 31 ; ფსალმუნები 106 : 22 ; ფსალმუნები 115 : 8 ; ოსია 14 : 2 ; 1პეტრე 2 : 5 ; ებრაელთა 13 : 15 ;
3.1.10 ლოცვა მსხვერპლია, ღვთის მადიდებელთა ბაგის ნაყოფი

ფს.49,13.14.23; 68,30.31; 106,22; 115,8 ოს.14,2; 1პეტ.2,5 ებრ.13,[15]

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 49
13. ნუთუ ხარების ხორცსა ვჭამ და ვაცების სისხლს შევსვამ?
14. მადლობა შესწირე ღმერთს და შეუსრულე უზენაესს აღთქმები შენი.
23. მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას ღმერთისას“.

ფსალმუნი 68
30. ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით.
31. და უფრო მოეწონება ეს უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და ჩლიქიანი.

ფსალმუნი 106
22. შესწირონ შესაწირავები ქებისა და ილაპარაკონ მის საქმეებზე გალობით.

ფსალმუნი 115
8. შენ შემოგწირავ ქების შესაწირავს და უფლის სახელს მოვუხმობ.

ოსია 14
2. შეისმინეთ სიტყვები და მიუბრუნდით უფალს, უთხარით: მოგვაცილე ჩვენი ურჯულოება და მადლით მიგვიღე; რათა მოზვრებივით მოგიძღვნათ-თქო ჩვენი ბაგეთა ნაყოფი.

1პეტრე 2
5. თქვენც აშენდით ცოცხალი ქვებივით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად, რათა იესო ქრისტეს მეშვეობით შესწიროთ ღვთისთვის სასურველი სულიერი მსხვერპლები,

ებრაელთა 13
15. მაშ, მისი საშუალებით მუდამ ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ესე იგი, მისი სახელის აღმსარებელ ბაგეთა ნაყოფს.