მარკოზ მახარებელი


საკვანძო მუხლები:

საქმენი მოციქულთა 12 : 12 ; საქმენი მოციქულთა 13 : 13 ; საქმენი მოციქულთა 15 : 37 ; 1პეტრე 5 : 13 ; კოლასელთა 4 : 10 ; 2ტიმოთე 4 : 11 ; ფილიმონი 1 : 24 ;
1.8.57. მარკოზ მახარებელი

- ერქვა იოანე საქ.12,12

- ბარნაბას ბიძაშვილი კოლ.4,10

- ანტიოქიაში იახლა პავლემ საქ.12,25

- პერგეში ჩამოსცილდა პავლეს საქ.13,13

- პავლემ უარი თქვა მის წაყვანაზე საქ.15,37-39

- პავლემ ისევ მიიღო 2ტიმ.4,11

- მოკითხვა ფლმ.1,24

- პეტრე იხსენებს როგორც თავის სულიერ შვილს (განმარტება საეჭვოა, რადგან მახარებელი ხომ თანამოწაფეა მისი. ეს მარკოზი მართლა პეტრეს ძე ხომ არაა) 1პეტ.5,13

ბიბლიის მუხლები

საქმენი მოციქულთა 12
12. ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
25. თავიანთი მსახურება რომ აღასრულეს, ბარნაბა და სავლე იერუსალიმიდან კვლავ ანტიოქიაში დაბრუნდნენ და თან ჩაიყვანეს იოანე, ვისაც მარკოზადაც უხმობდნენ.

საქმენი მოციქულთა 13
13. პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.

საქმენი მოციქულთა 15
37. ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანეც, რომელსაც ერქვა მარკოზი.
38. პავლე კი ფიქრობდა, რომ არ ღირდა იმის წაყვანა, ვინც პამფილიაში მიატოვა ისინი და საქმეში თანამდგომად არ გაჰყვა მათ.
39. ვითარება ისე გამწვავდა, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. ბარნაბამ წაიყვანა მარკოზი და ზღვით ჩავიდა კიპროსს.

1პეტრე 5
13. მოგიკითხავთ თანარჩეული ეკლესია ბაბილონისა და მარკოზი, ჩემი ძე.

კოლასელთა 4
10. მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი,

2ტიმოთე 4
11. მარკოზი დასძარი და წამოიყვანე, რადგანაც მსახურებისთვის მჭირდება.

ფილიმონი 1
24. მარკოზი, არისტარქე, დემასი და ლუკა, ჩემი თანაშემწენი.