მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ანგელოზები თაყვანს სცემენ ძეს მამასთან თანასწორად

ანგელოზები თაყვანს სცემენ ძეს მამასთან თანასწორად

საკვანძო მუხლები

გაზიარება Facebook-ზე
2.6.2. ანგელოზები თაყვანს სცემენ ძეს მამასთან თანასწორად

ლუკ.2,10.11 ფლპ.2,10 ებრ.1,[6] გმცხ.5,9-12

ბიბლიის მუხლები

ლუკა 2
10. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი.
11. რადგან დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.

ფილიპელთა 2
10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,

ებრაელთა 1
6. ასევე, როცა კვლავ შემოჰყავს პირმშო ქვეყნად, ამბობს: „დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღვთისა“.

გამოცხადება 5
9. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,
10. რათა მეფეებად და ჩვენი ღმერთის მღვდლებად გექციეთ; და ვიმეფებთ დედამიწაზე.
11. ვხედავდი და მესმოდა ურიცხვი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, ხოლო სიმრავლე მათი იყო მირიადჯერ მირიადი და ათასჯერ ათასი;
12. რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.

2.6.2. Сыну поклоняются Ангелы наравне с Отцом

Лук.2,10.11 Флп.2,10 Евр.1,[6] Отк.5,9-12

მსგავსი თემები