ეკალბარდის, ნარის, ღვარძლის, ძეძვის, ჯაგის და სხვა ეკლოვნების შესახებ


საკვანძო მუხლები:

დაბადება 3 : 18 ; იესო ნავეს ძე 23 : 13 ; მსაჯულნი 8 : 16 ; მსაჯულნი 9 : 15 ; იობი 5 : 5 ; იობი 31 : 40 ; ფსალმუნები 57 : 9 ; იგავნი 22 : 5 ; იგავნი 24 : 31 ; იგავნი 26 : 9 ; ესაია 5 : 6 ; ესაია 7 : 23 ; ესაია 9 : 18 ; ესაია 10 : 17 ; ესაია 27 : 4 ; ესაია 32 : 13 ; ესაია 34 : 13 ; ესაია 55 : 13 ; იერემია 4 : 3 ; იერემია 12 : 13 ; ეზეკიელი 2 : 6 ; ეზეკიელი 28 : 24 ; ოსია 9 : 6 ; ოსია 10 : 8 ; მიქა 7 : 4 ; ნაუმი 1 : 10 ; მათე 13 : 7 ; მათე 27 : 29 ; მარკოზი 4 : 7 ; ლუკა 8 : 7 ; 2კორინთელთა 12 : 7 ; ტიტე 3 : 3 ; ებრაელთა 6 : 8 ;
3.51.22 ეკალბარდის, ნარის, ღვარძლის, ძეძვის, ჯაგის და სხვა ეკლოვნების შესახებ

- აღმოცენდება ეკლოვანი მცენარეები დაწყევლილი მიწისგან დაბ.3,[18]

- უფლის წყევლისგან გაპარტახებულ ადგილზე ამოვა ნარ-ეკალი ეს.5,6; 7,23-25; 9,18; 27,4; 32,13; 34,13 ოს.9,6; 10,8 ნაუმ.1,10

- უფლის სასჯელი - დათესეს ხორბალი და ეკალი მოიმკეს იერ.12,13

- იმიტომ, რომ ეძინათ, არ გაფრთხილდნენ, მოვიდა მათი მტერი და ღვარძლი ჩაუთესათ ხორბალში მათ.13,25-27

- ახლა ნუ გავმარგვლავთ, რათა ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოვგლიჯოთ, ანუ ნუ განვიკითხავთ, სადაც ბოროტს კეთილიც ურევია... უფალი განიკითხავს თავის დროზე მათ.13,29-40

- როდესაც კარგად არ იქცევიან, შეუჭამენ მშიერნი, ეკლებიდანაც ააცლიან იობ.5,5

- ბოროტთა შორის უკეთესი ნარ-ეკალსა ჰგავს, სამართლიანი კი ძეძვზე უარესია მიქ.7,4

- ბოროტეულთათვის დადგმული ქვაბებისთვის ცეცხლმოკიდებული ეკალი ფს.57,9

- ურჩი მოდგმა მორჩილებს ეკლად მრავალჯერ ქცევია ეზეკ.2,6; 28,24

- უკუღმართის გზაზე ეკლები და ხაფანგებია იგავ.22,5

- ღვარძლით, სიძულვილით ცხოვრებას მოვერიდოთ ტიტ.3,3

- რჩევა: ეკალბარდებში ნუ დავთესავთ იერ.4,3

- ნუ ვიზარმაცებთ, ჩვენს ყანას ეკალბარდი რომ არ მოედოს იგავ.24,31

- რადგან ნარ-ეკლის აღმომცენებელი ურგებია და ლამის დაწყევლილი ებრ.6,8

- ეკლის ადგილზე ალვისხე ამოვა და ქაცვის ადგილზე მურტი, თუ უფლის ნებას აღვასრულებთ ეს.55,13

- ეკლის გვირგვინი, რომელიც მაცხოვარს დაადგეს, მიუთითებს ჩვენს ცოდვებში ბოროტებასა და წყევლაზე, რომელსაც ვიმსახურებდით, ვიდრე ვირწმუნებდით და შევუდგებოდით მას, ვინც გადაიხადა საზღაური ჩვენი სახელით მათ.27,29

- ეკლიანი მცენარეები გამოყენებულ იქნა დასჯის იარაღად მსაჯ.8,16

- წინასწარმეტყველება: ცეცხლად გადაიქცევა ისრაელის ნათელი... და გადაბუგავს მის ძეძვს და ნარ-ეკალს ეს.10,17

- ეკლიანი ჯოხი მთვრალის ხელში შედარებულია იგავს ბრიყვის პირში იგავ.26,9

- შედარებულია უღირს მეფე აბიმელექსა და მასთან შემოკრებილ უკეთურ ხალხს იგავში ხსენებული კვრინჩხი (ზოგ გამოცემაში ძეძვი, მაყვალი, терновик, терния), რომელიც აალდება და შთანთქავს ლიბანის ნაძვებს. იგავი წარმოადგენს წინასწარმეტყველებას, რომელიც მალევე ახდა და მასში ლაპარაკია არასწორსა და დამღუპველ არჩევანზე მსაჯ.9,15

- სულიერი მნიშვნელობით: ეკალბარდში ჩაცვენილი მარცვალი - გულის გარეთ დათესილი ღვთის სიტყვა, გულგრილობის ეკლები რომ ეზრდება გარშემო და იშთობა ყველა მარცვალი მათ.13,7; მარ.4,7 ლუკ.8,7

- ფიცში თქმული: ხორბლის ნაცვლად ეკალი ამომივიდეს იობ.31,40

- ავადმყოფობის შედარება - ეკალი მომეცა სხეულში 2კორ.12,7

- გადატანითი მნიშვნელობით: ეკლად ჩაგესობიან თქვენგან აუყრელი ხალხები, რომელთაც დაუმოყვრდებით იესნ.23,13


__თემაზე წერდნენ__
***
დაბ.3,18 - ძეძვი და ეკალი. ბევრი რამ იმისგან, რაც ამჟამად იზრდება მიწაზე, დასაწყისში ღმერთს არ შეუქმნია, ეს ყველაფერი გაჩნდა არსებული მცენარეების გადაჯიშების შედეგად, რასაც წინ ცოდვით დაცემა (ანუ ადამიანში მომხდარი ცვლილება) და, შესაბამისად, მიწის დაწყევლა უძღოდა.
__ბიბლია განმარტებებით ტ.1__