მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

აბიათარი, აბიგაილი, აბიმელექი, აბიშაი (აბესა), აბიხაილი

აბიათარი, აბიგაილი, აბიმელექი, აბიშაი (აბესა), აბიხაილი

საკვანძო მუხლები

გაზიარება Facebook-ზე

=1.8.69 აბიათარი, აბიგაილი, აბიმელექი, აბიშაი (აბესა), აბიხაილი

აბიათარი (მამა აღმატებისა) საულის ბრძანებით ნობში მღვდლების დახოცვისას ერთადერთი გადარჩა და გაიქცა დავითთან 1მფ.22,20-23

- თან წამოიღო ეფოდი 1მფ.23,6

- დარჩა დავითის ერთგული აბესალომის აჯანყების დროს 2მფ.15,24-29

- შეატყობინა დავითს ახიტოფელის გეგმის შესახებ 2მფ.15,35.36

- მხარი დაუჭირა ადონიას შეთქმულებას 3მფ.1,7.25

- გადააყენა მღვდლობიდან სოლომონმა 3მფ.2,26.27.35

- მოიხსენიებს მას ქრისტე მარ.2,26

ერთი აბიგაილი (აბგეა) (მშვიდობის მამა) იყო ნაბალის ცოლი, ლამაზი და ჭკვიანი ქალი 1მფ.25,3

- დააცხრო დავითის რისხვა 1მფ.25,14-35

- გახდა დავითის ცოლი 1მფ25,36-42

- ტყვედ ჩავარდა და იქნა გამოხსნილი 1მფ.30,5.18

- ქილაბის დედა 2მფ.3,3

მეორე აბიგაილი იყო დავითის და 1ნეშ.2,16.17

პირველი აბიმელექი

- გერარის ფილისტიმელი მეფე დაბ.20,2-18

- კავშირი შეკრა აბრაამთან დაბ.21,22-34

მეორე აბიმელექი

- გერარის მეორე მეფე დაბ.26,1-12

- უთხრა გამდიდრებულ ისააკს, გასცლოდა დაბ.26,13-16

- კავშირი შეკრა ისააკთან დაბ.26,17-33

მესამე აბიმელექი

- გედეონის ძე მსაჯ.8,31

- მოაწყო შეთქმულება, რათა მეფე გამხდარიყო მსაჯ.9,1-4

- დახოცა თავისი 70 ძმა მსაჯ.9,5

- გახდა შექემის მეფე მსაჯ.9,6

- ამხილა გადარჩენილმა ძმა იოთამმა მსაჯ.9,7-21

- გაყალის შეთქმულება მის წინააღმდეგ მსაჯ.9,22-29

- აიღო შექემი და თებეცი მსაჯ.9,41-50

- სიკვდილი ქალის ხელით მსაჯ.9,51-57

მეოთხე აბიმელექი

- აბიათარის ძე მღვდელი იყო 1ნეშ.18,16

- ეწოდა ახიმელექი 1ნეშ.24,6

აბიშაი (აბშაი, აბესა) არის დავითის დის ცერუიას (სარუიას) ძე 1ნეშ.2,16

- იოაბისა და ყასაელის ძმა 2მფ.2,18

- შეაჩერა დავითმა, არ აღამართვინა ხელი უფლის ცხებულზე 1მფ.26,8

- დაედევნა აბნერს 2მფ.2,24

- და მოკლა 2მფ.3,30

- ქვედანაყოფის წინამძღოლი დავითის ჯარში 2მფ.10,10.11

- დავითის ერთგული 2მფ.16,9-11

- დავითმა ხალხის მესამედი ჩააბარა 2მფ.18,3.5

- დავითის საყვედური 2მფ.19,22.23

- დავითი უბრძანებს შებაყ მიქრის ძის დევნას 2მფ.20,6.10

- მიეშველა და იხსნა დავითი 2მფ.21,17

- მოკლა 300 ფილისტიმელი 2მფ.23,18

- ამოწყვიტა 18 000 ედომელი 1ნეშ.18,12

- დააყენა ედომში ხელისუფალნი 1ნეშ.18,13

- გაექცნენ ყამონელები და არამელები 1ნეშ.19,15

აბიხაილი (ხსნის მამა) არის გადის შთამომავალი 1ნეშ.5,14

აბიხაილი არის ელიაბ იესეს ძის ასული, ცოლი რობოამისა 2ნეშ.11,18

აბიხაილი არის ესთერის მამა ესთ.2,15; 9,29

1.8.69 Авесса, Авихаил

Быт.20,2-9; 21,22.23; 26,1.16.28 Суд.8,31; 9,1-7.19-21.28.29.49.50.53.54; 1цар.22,20-23; 23,6; 25,3.14-42; 26,8; 2цар.2,18.24; 3,3.30; 10,10.11; 15,24-29.35.36; 16,9-11; 18,3.5; 19,22.23; 20,6.10; 21,17; 23,18; 3цар.1,7.25; 2,26.27.35; 1Пар.2,16.17; 5,14; 18,12.13.16; 19,15; 24,6; 2Пар.11,18 Есф.2,15; 9,29 Мар.2,26

მსგავსი თემები