სულთმოფენობა - სული წმიდით აღვსება - ენებზე ამეტყველება ორმოცდაათობის დღეს


საკვანძო მუხლები:

ესაია 44 : 3 ; ეზეკიელი 39 : 29 ; იოველი 2 : 28 ; ზაქარია 12 : 10 ; იოანე 7 : 39 ; საქმენი მოციქულთა 2 : 3 ; საქმენი მოციქულთა 10 : 44 ; საქმენი მოციქულთა 11 : 15 ; საქმენი მოციქულთა 15 : 8 ;
3.31.2. სულთმოფენობა - სული წმიდით აღვსება - ენებზე ამეტყველება ორმოცდაათობის დღეს 

ეს.44,3; ეზეკ.39,29 იოვ.2,[28].29 ზაქ.12,10 ინ.7,39 საქ.2,3.4.17.18.33; 10,44.45; 11,15.16; 15,8

ბიბლიის მუხლები

ესაია 44
3. რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს - გამომშრალ მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას - შენს შთამომავლებს.

ეზეკიელი 39
29. აღარ მოვარიდებ მათ ჩემს სახეს, რათა გადმოვღვარო ისრაელის სახლზე ჩემი სული, ამბობს უფალი ღმერთი.

იოველი 2
28. ამის შემდეგ მოვაფენ ჩემს სულს ყოველ ხორციელზე და გაქადაგდებიან თქვენი ვაჟები და ასულები; თქვენი უხუცესები ნახავენ სიზმრებს და ჭაბუკები ხილვებს იხილავენ. =3.30.1.
29. თქვენს ყმებზეც და მხევლებზეც მოვაფენ იმ დღეს ჩემს სულს.

ზაქარია 12
10. გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ; დაიტირებენ მას, როგორც ძხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან.

იოანე 7
39. ესა თქვა სულზე, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ იყო მათზე სული, რადგან ჯერ კიდევ არ განდიდებულიყო იესო.

საქმენი მოციქულთა 2
3. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს.
4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ. 
17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,
18. ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.
33. ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.

საქმენი მოციქულთა 10
44 ჯერ კიდევ ლაპარაკობდა პეტრე ამ სიტყვებს, რომ სულიწმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა სიტყვა.
45 მორწმუნენი წინადაცვეთილთაგან, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, გაოცდნენ, რომ სულიწმიდის ნიჭი წარმართებსაც მოეფინათ,

საქმენი მოციქულთა 11
15. ლაპარაკი რომ დავიწყე, სული წმიდა გადმოვიდა მათზე, ისევე, როგორც ჩვენზე თავდაპირველად.
16. მაშინ გამახსენდა სიტყვა უფლისა, რომელმაც თქვა: იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, თქვენ კი სულით წმიდით მოინათლებით.

საქმენი მოციქულთა 15
8. გულთამხილავი ღმერთი ემოწმა მათ, რაკიღა მათაც ჩვენსავით მისცა სული წმიდა.