მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ტობითი 9

  1. 1

    მოუხმო ტობიამ რაფაელს და უთხრა:

  2. 2

    ყაზარია, ძმაო, წაიყოლე თან მსახური ბიჭი და ორი აქლემი და გაემგზავრე მიდიის რაგეში გაბაელთან და წამოიღე ვერცხლი, და ისიც მოიწვიე ქორწილში.

  3. 3

    რადგან დამაფიცა რაღუელმა, არ წავიდე.

  4. 4

    მამაჩემი კი ითვლის დღეებს და, თუ დიდხანს დავყოვნდები, დიდად შეწუხდება.

  5. 5

    გაემგზავრა რაფაელი, მივიდა გაბაელთან და მისცა მას ხერწერილი. მან კი გამოიტანა დაბეჭდილი ქისა და ჩააბარა მას.

  6. 6

    განთიადზე დაადგნენ ორივენი გზას და მივიდნენ ქორწილში. აკურთხეს მათ ტობია და მისი ცოლი.