დაბადება 5
- 1
ეს არის ადამის შთამომავლობის წიგნი: ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, ღვთის მსგავსად შექმნა იგი.
- 2
კაცად და ქალად შექმნა ისინი, აკურთხა და სახელად ადამიანი უწოდა მათი შექმნის დღეს.
- 3
ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და თავის მსგავსად და ხატად შეეძინა ძე, რომელსაც სახელად შეთი უწოდა.
- 4
შეთის დაბადების შემდეგ ადამმა კიდევ რვაასი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 5
ადამის სიცოცხლის დღეებმა სულ ცხრაას ოცდაათი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 6
იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შეეძინა ენოში.
- 7
ენოშის დაბადების შემდეგ შეთმა კიდევ რვაას შვიდი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 8
შეთის დღეებმა ცხრაას თორმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 9
იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კენანი.
- 10
ენოშმა კენანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 11
ენოშის დღეებმა სულ ცხრაას ხუთი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 12
იცოცხლა კენანმა სამოცდაათი წელი და ეყოლა მაჰალალელი.
- 13
კენანმა მაჰალალელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 14
კენანის დღეებმა სულ ცხრაას ათი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 15
იცოცხლა მაჰალალელმა სამოცდახუთი წელი და შეეძინა იარედი.
- 16
მაჰალალელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 17
მაჰალალელის დღეებმა სულ რვაას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 18
იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.
- 19
იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 20
იარედის დღეებმა სულ ცხრაას სამოცდაორი წელი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 21
იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.
- 22
მეთუშალახის დაბადების შემდეგ ენოქი სამასი წელი დადიოდა ღმერთთან და შვა ძენი და ასულნი.
- 23
ენოქის დღეები სულ სამას სამოცდახუთი წელიწადი იყო.
- 24
ღმერთთან დადიოდა ენოქი და აღარსად იყო, რადგან ღმერთმა აიყვანა იგი.
- 25
იცოცხლა მეთუშალახმა ას ოთხმოცდაშვიდი წელი და შეეძინა ლამექი.
- 26
მეთუშალახმა ლამექის დაბადების შემდეგ შვიდას ოთხმოცდაორი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 27
მეთუშალახის დღეები მთლიანად ცხრაას სამოცდაცხრა წელიწადი იყო და გარდაიცვალა.
- 28
იცოცხლა ლამექმა ას ოთხმოცდაორი წელი და შვა ვაჟი.
- 29
უწოდა მას სახელად ნოე და თქვა: "ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში უფლის მიერ დაწყევლილ მიწაზე”.
- 30
ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ ხუთას ოთხმოცდათხუთმეტი წელიწადი იცოცხლა და შვა ძენი და ასულნი.
- 31
ლამექის დღეებმა სულ შვიდას სამოცდაჩვიდმეტი წელიწადი შეადგინა და გარდაიცვალა.
- 32
ნოე ხუთასი წლის იყო, როცა სამი ვაჟი - სემი, ქამი და იაფეთი - შეეძინა.