მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

მალაქია 4

  1. 1

    რადგან, აჰა, მოდის დღე ღუმელივით აგიზგიზებული; და იქნება ყველა ქედმაღალი და ბოროტმოქმედი ჩალასავით; და გადაბუგავს მათ მომავალი დღე - ამბობს ცაბაოთ უფალი - არ შეარჩენს არც ფესვსა და არც ყლორტს!

  2. 2

    და ამობრწყინდება თქვენთვის, ჩემი სახელის მოშიშთათვის, სიმართლის მზე და განკურნება იქნება მის ფრთებზე! და კუნტრუშით გამოხვალთ, ნასუქი ხბორებივით.

  3. 3

    გათელავთ ბოროტთ, ვინაიდან ნაცრად იქცევიან ისინი თქვენს ფერხთა ქვეშ იმ დღეს, მე რომ ვამზადებ - ამბობს ცაბაოთ უფალი.

  4. 4

    გახსოვდეთ მოსეს, ჩემი მსახურის რჯული, წესდებანი და სამართალნი ხორებზე რომ გამოვუცხადე, მთელი ისრაელისთვის.

  5. 5

    აჰა, გამოგიგზავნით წინასწარმეტყველ ელიას უფლის უდიდესი და საშინელი დღის მოსვლამდე.

  6. 6

    და მოაქცევს მამების გულს ძეთა მიმართ და ძეთა გულს მამების მიმართ, რომ ჩემი მოსვლისას წყევლით არ შევმუსრო ქვეყანა!