მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ზაქარია 5

  1. 1

    კვლავ აღვაპყარი თვალები და ვხედავ: აჰა, აფრიალებული გრაგნილი.

  2. 2

    მკითხა: რას ხედავ? მივუგე: აფრიალებულ გრაგნილს ვხედავ, სიგრძით ოცი წყრთაა, სიგანით - ათი წყრთა.

  3. 3

    მითხრა: "ეს არის წყევლა, რომელიც მთელი დედამიწის პირზე გადმოვა, ვინაიდან ყოველი ქურდი მოისპობა გრაგნილის ერთ გვერდზე დაწერილის მიხედვით და ყოველი ცრუმოფიცარი მოისპობა გრაგნილის მეორე გვერდზე დაწერილისამებრ.

  4. 4

    მე მოვავლენ - ამბობს ცაბაოთ უფალი - და შევა მპარავის სახლში და ჩემი სახელის ცრუდ მოფიცარის სახლში, ღამეს გაათევს და მოსპობს მას, მის ხესა და მის ქვას.

  5. 5

    გამოვიდა ანგელოზი, მე რომ მელაპარაკებოდა და მითხრა: აღაპყარი თვალები და ნახე, ეს რა არის, რომ გამოჩნდა?

  6. 6

    ვკითხე, რა არის-მეთქი? მიპასუხა: ეს საწყაული გამოჩნდა; კიდევ თქვა: ეს არის ცოდვა, რომლითაც აივსო მთელი ქვეყანა.

  7. 7

    და აჰა, ტყვიის სარქველმა აიწია და ერთი ქალი ზის შუაგულ საწყაულში.

  8. 8

    თქვა: ეს ქალი ბოროტებაა! ჩააგდო იგი საწყაულში და ტყვიის ზოდის სარქველი დაახურა.

  9. 9

    აღვაპყარი თვალები და დავინახე: აჰა, გამოჩნდა ორი ქალი, ქარი ჰქონდათ ფრთებში, ფრთებად კი წეროს ფრთები ჰქონდათ და ასწიეს საწყაული მიწასა და ცას შორის.

  10. 10

    ვკითხე ანგელოზს, მე რომ მელაპარაკებოდა: სად მიაქვთ-მეთქი ეს საწყაული?

  11. 11

    მიპასუხა: შინყარის ქვეყანაში, ტაძარი რომ აუშენონ; როცა მზად იქნება, თავის კვარცხლბეკზე დაიდგმება იგი.