მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ოსია 3

  1. 1

    კვლავ მითხრა უფალმა: "ახლა წადი და კვლავ შეიყვარე შენი ცოლი, თუმცა მრუშია იგი, როგორც უფალს უყვარს ისრაელის ძენი, თუმცა უცხო ღმერთებისკენ იყურებიან ისინი და ჩამიჩის კვერები უყვართ”.

  2. 2

    ნაყიდი მყავს იგი ჩემთვის თხუთმეტ ვერცხლად და ერთ-ნახევარ ხომერ ქერად.

  3. 3

    ვუთხარი: დიდხანს დარჩი ჩემთან, არ იმრუშო, სხვისი არ გახდე და მეც ასევე მოგექცევი-მეთქი.

  4. 4

    რადგან დიდხანს დარჩებიან ისრაელის ძენი უმეფოდ და უმთავროდ, უმსხვერპლოდ და უსვეტოდ, უეფოდოდ და უთერაფიმოდ.

  5. 5

    ამის შემდეგ მოიქცევიან ისრაელის ძენი და ძებნას დაუწყებენ უფალს, თავიანთ ღმერთს, და დავითს, თავიანთ მეფეს; უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ მოშიშებით წარსდგებიან უფლისა და მისი სიკეთის წინაშე.