მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ესაია 12

  1. 1

    და იტყვი იმ დღეს: "გმადლობ შენ, უფალო, რომ განმირისხდი, მაგრამ დაცხრა შენი რისხვა და მანუგეშე.

  2. 2

    აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა; მას მივენდობი და არ შევშინდები, რადგან უფალი ღმერთია ჩემი ძალა და სიმღერა. ის გახდა ჩემი გადარჩენა”.

  3. 3

    ამიტომ სიხარულით ამოხაპავთ წყალს გადარჩენის წყაროებიდან.

  4. 4

    იმ დღეს იტყვით: "მადლობა მიაგეთ უფალს, მოუხმეთ მის სახელს, ხალხებში განაცხადეთ მისი საქმენი, გაახსენეთ, რომ ამაღლებულია მისი სახელი.

  5. 5

    უმღერეთ უფალს, რადგან დიდებული საქმეები მოიმოქმედა, მთელ ქვეყნიერებას აუწყეთ ეს ამბავი.

  6. 6

    ხმამაღლა შესძახე და სიხარულით იყიჟინე, სიონის მცხოვრებო, რადგან დიდია შენს წიაღში ისრაელის წმიდა”.