ფსალმუნები 99
- 1
ფსალმუნი სახოტბო. შეჰღაღადე უფალს, მთელო ქვეყნიერებავ!
- 2
ემსახურეთ უფალს სიხარულით, მიდით მის წინაშე სიმღერით!
- 3
უწყოდეთ, რომ უფალია ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ - ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი.
- 4
შედით მის კარიბჭეებში ხოტბის შესხმით, მის ეზოებში - ქება-დიდებით; მადლობა შესწირეთ მას, ადიდეთ სახელი მისი.
- 5
რადგან კარგია უფალი, საუკუნოა წყალობა მისი; და თაობიდან თაობამდე - ჭეშმარიტება მისი.