მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 22

  1. 1

    საგალობელი დავითისა. უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება.

  2. 2

    ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება მე.

  3. 3

    სულს დამიწყნარებს, სიმართლის კვალზე დამაყენებს თვისი სახელის გულისათვის.

  4. 4

    შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.

  5. 5

    გააწყე ტაბლა ჩემს წინაშე ჩემს მტერთა თვალწინ. ზეთი სცხე ჩემს თავს; სავსეა თასი ჩემი პირთამდე.

  6. 6

    ასე, სიკეთე და წყალობა დამდევს კვალდაკვალ მთელი სიცოცხლე და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.