მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 146

  1. 1

    ადიდეთ უფალი! რადგან კარგია განდიდება ჩვენი უფლისა, რადგან

  2. 2

    ააშენებს იერუსალიმს უფალი, განდევნილებს ისრაელისას შემოკრებს.

  3. 3

    განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.

  4. 4

    დაიანგარიშებს ვარსკვლავთა რიცხვს, ყველას თავის სახელს უწოდებს.

  5. 5

    დიდია უფალი და დიდძალოვანი, მისი გონიერება განუზომელია

  6. 6

    გაამხნევებს მორჩილებს უფალი, ბოროტეულებს დაამდაბლებს მიწამდე.

  7. 7

    გაეხმიანეთ უფალს სამადლობელით, უგალობეთ ჩვენს ღმერთს ქნარით.

  8. 8

    რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.

  9. 9

    აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.

  10. 10

    არც ცხენის ძლიერებას ისურვებს, არც კაცის მუხლმაგრობას ინებებს.

  11. 11

    ისურვებს უფალი თავის მოშიშებს, მისი წყალობის მოიმედეებს.