ფსალმუნები 129
- 1
გალობა აღსავალთა. სიღრმეებიდან მოგიხმობ შენ, უფალო;
- 2
უფალო, ისმინე ჩემი ხმა. მზად იყვნენ შენი ყურები ჩემი ვედრების ხმის მოსასმენად.
- 3
თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?
- 4
მაგრამ შენს მიერ არის შენდობა, რათა გეკრძალონ.
- 5
მეიმედება უფალი, ესავს ჩემი სული და მის სიტყვას ველოდები.
- 6
სული ჩემი ელოდება უფალს უფრო მეტად, ვიდრე გუშაგნი დილას, გუშაგნი დილას,
- 7
ესავდეს ისრაელი უფალს, რადგან უფალთან არის წყალობა და უხვია დახსნა მისმიერი.
- 8
და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან.