მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 127

  1. 1

    გალობა აღსავალთა. ნეტარია ყოველი, რომელსაც ეშინია უფლისა და იარება მისი გზებით.

  2. 2

    შენი ხელების ნაყოფს თუ ჭამ, ნეტარება შენ და სიკეთე შენ!

  3. 3

    ცოლი შენი, ვითარცა ვაზი მსხმოიარე შენი სახლის კიდეებში; შენი შვილები, ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა, შენი სუფრის გარშემო.

  4. 4

    აგერ, ასე რომ იკურთხება კაცი მოშიში უფლისა.

  5. 5

    გაკურთხოს შენ უფალმა სიონიდან, და იხილე სიკეთე იერუსალიმისა მთელი შენი სიცოცხლე.

  6. 6

    იხილე შვილნი შვილთა შენთა. მშვიდობა, ისრაელს!