მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ფსალმუნები 125

  1. 1

    გალობა აღსავალთა. როცა დააბრუნებს უფალი ტყვეს სიონისას, თავი სიზმარში გვეგონება.

  2. 2

    მაშინ აივსება სიცილით პირი ჩვენი და ენა ჩვენი - გალობით. მაშინ იტყვიან ხალხებს შორის: დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა მათთან.

  3. 3

    დიადი საქმე მოიმოქმედა უფალმა ჩვენთან. გავმხიარულდით.

  4. 4

    დააბრუნე, უფალო, ჩვენი ტყვეები, ვით ნაკადები ურწყავ ადგილზე.

  5. 5

    ცრემლით მთესველნი სიმღერით მოიმკიან.

  6. 6

    მიდის და ტირის მთესველი თესლისა, მოდის და სიმღერით მოაქვს ძნები თავისი.