ფსალმუნები 123
- 1
გალობა აღსავალთა. დავითისათვის. უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, თქვას ისრაელმა,
- 2
უფალი რომ არ ყოფილიყო ჩვენთან, როცა აღდგა ჩვენს წინააღმდეგ კაცი,
- 3
მაშინ ცოცხლად ჩაგვყლაპავდნენ, რაჟამს განრისხდნენ ჩვენზე.
- 4
მაშინ წყლები წაგვსილავდნენ, ნაკადი გადაუვლიდა ჩვენს სულს.
- 5
ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.
- 6
კურთხეულ არს უფალი, რომ არ მიგვცა ულუფად მათთა კბილთათვის.
- 7
ჩვენი სული გადარჩა, ვითარცა ჩიტი მონადირის მახისაგან; მახე დაიმსხვრა და ჩვენ გადავრჩით.
- 8
ჩვენი შეწევნა უფლის სახელშია - ცისა და ქვეყნის შემოქმედისა.