ნეემია 7
- 1
ქალაქის გალავანი რომ აშენდა, კარები ჩავაყენე და კარიბჭისმცველები, მგალობლები და ლევიანები გავამწესე.
- 2
ხანანი, ჩემი ძმა და ხანანია, ციხე-სიმაგრის მთავარი, იერუსალიმზე დავაყენე, ვინაიდან ერთგული კაცი იყო და ბევრს აღემატებოდა ღვთისმოშიშებაში.
- 3
ვუბრძანე, მზის დაცხუნებამდე არ გაეღოთ იერუსალიმის კარიბჭენი და მანამდე დაეკეტათ და ჩაერაზათ კარნი, სანამ საგუშაგოზე იდგებოდნენ! მცველებად იერუსალიმის მკვიდრნი დაეყენებინათ, თითოეული თავის საგუშაგოზე და თავისი სახლის წინ.
- 4
დიდი და ვრცელი იყო ქალაქი, თუმცა ხალხი ცოტა იყო მასში და არც სახლები იყო აშენებული.
- 5
გულში ჩამიდო ჩემმა ღმერთმა და შევკრიბე დიდებულები, მთავრები და ხალხი საგვარტომო ნუსხის შესადგენად. ვიპოვე იერუსალიმში პირველად ამოსულთა საგვარტომო წიგნი; მასში ჩაწერილი იყვნენ:
- 6
ოლქში დამკვიდრებულნი, რომლებიც ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ტყვეობიდან წამოვიდნენ და იერუსალიმსა და იუდაში დაბრუნდნენ - თითოეული თავის ქალაქში.
- 7
ისინი, ვინც ზერუბაბელთან, იეშუასთან, ნეემიასთან, ყაზარიასთან, რაყამიასთან, ნახამანთან, მორდექაისთან, ბილშანთან, მისფერეთთან, ბიგვაისთან, ნეხუმთან და ბაყანთან ერთად ამოვიდნენ, ისრაელის ხალხის მამაკაცთა რიცხვი იყო:
- 8
ფარყოსის ძენი - ორიათას ას სამოცდათორმეტი;
- 9
შეფატიას ძენი - სამას სამოცდათორმეტი;
- 10
არახის ძენი - ექვსას ორმოცდათორმეტი;
- 11
ფახათ-მოაბის, იეშუასა და იოაბის ძენი - ორიათას რვაას თვრამეტი;
- 12
ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი;
- 13
ზათუს ძენი - რვაას ორმოცდახუთი;
- 14
ზაქაის ძენი - შვიდას სამოცი;
- 15
ბინუის ძენი - ექვსას ორმოცდარვა;
- 16
ბებაის ძენი - ექვსას ოცდარვა;
- 17
ყაზაგიდის ძენი - ორიათას სამას ოცდაორი;
- 18
ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდაშვიდი;
- 19
ბიგვაის ძენი - ორიათას სამოცდაშვიდი;
- 20
ყადინის ძენი - ექვსას ორმოცდათხუთმეტი;
- 21
ატერის ძენი ხიზკიაჰუს სახლეულიდან - ოთხმოცდათვრამეტი;
- 22
ხაშუმის ძენი - სამას ოცდარვა;
- 23
ბეცაის ძენი - სამას ოცდაოთხი;
- 24
ხარიფის ძენი - ას თორმეტი;
- 25
გაბაონის ძენი - ოთხმოცდათხუთმეტი;
- 26
ბეთლემის და ნეტოფას მკვიდრნი - ას ოთხმოცდარვა;
- 27
ყანათოთის მკვიდრნი - ას ოცდარვა;
- 28
ბეთ-ყაზმავეთის მკვიდრნი - ორმოცდაორი;
- 29
კირიათ-იეყარიმის, ქეფირას და ბეეროთის მკვიდრნი - შვიდას ორმოცდასამი;
- 30
რამას და გებაყის მკვიდრნი - ექვსას ოცდაერთი;
- 31
მიქმასის მკვიდრნი - ას ოცდაორი;
- 32
ბეთელისა და ჰაღაის მკვიდრნი - ას ოცდასამი;
- 33
ნებო-ახერის მკვიდრნი - ორმოცდათორმეტი;
- 34
ყელამ-ახერის მკვიდრნი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი;
- 35
ხარიმის ძენი - სამას ოცი;
- 36
იერხოს ძენი - სამას ორმოცდახუთი;
- 37
ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი - შვიდას ოცდაერთი;
- 38
სენაყას ძენი - სამიათას ცხრაას ოცდაათი.
- 39
მღვდლები: იედაყიას ძენი, იეშუას სახლეულიდან - ცხრაას სამოცდაცამეტი;
- 40
იმერის ძენი - ათას ორმოცდათორმეტი;
- 41
ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდაშვიდი;
- 42
ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი.
- 43
ლევიანნი: იეშუას ძენი, კადმიელის სახლეულიდან, ჰოდევას ძენი - სამოცდათოთხმეტი.
- 44
მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ორმოცდარვა;
- 45
კარიბჭის მცველნი: შალუმის ძენი, ატერის ძენი, ტალმონის ძენი, ყაკუბის ძენი, ხატიტას ძენი, შობაის ძენი - ას ოცდათვრამეტი.
- 46
ნეთინელნი: ციხას ძენი, ხასუფას ძენი, ტაბაყოთის ძენი,
- 47
კეროსის ძენი, სიყას ძენი, ფადონის ძენი,
- 48
ლებანას ძენი, ხაგაბას ძენი, შალმაის ძენი,
- 49
ხანანის ძენი, გიდელის ძენი, გახარის ძენი,
- 50
რეაიას ძენი, რეცინის ძენი, ნეკოდას ძენი,
- 51
გაზამის ძენი, ყუზას ძენი, ფასეახის ძენი,
- 52
ბესაიას ძენი, მეყუნიმის ძენი, ნეფიშესიმის ძენი,
- 53
ბაკბუკის ძენი, ხაკუფას ძენი, ხარხურის ძენი,
- 54
ბაცლითის ძენი, მეხიდას ძენი, ხარშას ძენი,
- 55
ბარკოსის ძენი, სისერას ძენი, თამახის ძენი,
- 56
ნეციახის ძენი, ხატიფას ძენი.
- 57
სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერიდას,
- 58
იაყალას, დარკონის, გიდელის,
- 59
შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ცებაიმის და ამონის შთამომავალნი.
- 60
სოლომონისა და ტაძრის მსახურთა შთამომავალნი - სულ სამას ოთხმოცდათორმეტი.
- 61
ესენი იყვნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადონიდან და იმერიდან ამოსულნი, მაგრამ ვეღარაფერი თქვეს თავიანთ მამის სახლსა და შთამომავლობის შესახებ - ისრაელიდან თუ იყვნენ ისინი:
- 62
დელაიას ძენი, ტობიას ძენი, ნეკოდას ძენი - ექვსას ორმოცდაორი.
- 63
მღვდელთაგან ძენი ხობაიასი, ჰაკოცისა და ბარზილაისა, რომელმაც ცოლი გილყადელი ბარზილაის ასულთაგან მოიყვანა და მათი სახელით იწოდებოდა.
- 64
ესენი ეძებდნენ თავის საგვარტომო ნუსხის ჩანაწერებს, ვერ იპოვეს და გადაყენებულ იქნენ მღვდლობიდან.
- 65
უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდისგან, ვიდრე აღდგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით.
- 66
ერთად მთელი კრებული, ორმოცდაორი ათას სამას სამოცი კაცი იყო.
- 67
გარდა თავიანთი მონებისა და მხევლებისა, რომლებიც შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტნი იყვნენ და ორას ორმოცდახუთი მგალობელი კაცისა და ქალისა.
- 68
ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი და ორას ორმოცდახუთი ჯორი,
- 69
ოთხას ოცდათხუთმეტი აქლემი და ექვსიათას შვიდას ოცი სახედარი.
- 70
ზოგიერთმა, მამისსახლთა თავკაცთაგან, შემოწირულობა გაიღო საქმისთვის: განმგებელმა საგანძურისთვის ათასი დრაქმა ოქრო, ორმოცდაათი თასი და ხუთას ოცდაათი სამღვდელო კვართი გაიღო.
- 71
მამისსახლთა თავკაცთაგანაც, ოციათასი დრაქმა ოქრო და ორიათას ორასი მინა ვერცხლი გაიღეს საგანძურისთვის.
- 72
დანარჩენმა ხალხმა კი, ოციათასი დრაქმა ოქრო, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო კვართი გაიღო.
- 73
მკვიდრობდნენ მღვდლები, ლევიანნი, კარიბჭისმცველნი, მგალობელნი, დანარჩენი ხალხი, ტაძრის მსახურნი ანუ ნეთინელნი და მთელი ისრაელი თავ-თავიანთ ქალაქებში. მეშვიდე თვემაც მოაწია და თავის ქალაქებში იყვნენ ისრაელის ძენი.