ნეემია 11
- 1
ერისმთავარნი იერუსალიმში დამკვიდრდნენ, დანარჩენმა ხალხმა კი წილი ჰყარა, რათა ათიდან ერთი იერუსალიმში, წმიდა ქალაქში დასამკვიდრებლად მოეყვანათ, დანარჩენი ცხრა კი - სხვა ქალაქებში.
- 2
და აკურთა ხალხმა ისინი, ვინც საკუთარი სურვილით დასახლდა იერუსალიმში.
- 3
აი, ოლქების მთავარნი, რომლებიც იერუსალიმში დასახლდნენ, იუდას ქალაქებში კი, თითოეული თავის ქალაქსა და სამოსახლოზე ცხოვრობდა: ისრაელიანები, მღვდლები და ლევიანნი, სოლომონისა და ტაძრის მსახურთა შთამომავალნი.
- 4
დამკვიდრდნენ იერუსალიმში იუდას და ბენიამინის ძეები. იუდას ძეთაგან: ყათაია, ძე ყუზიასი, ზაქარიასი, ამარიასი, შეფატიასი, მაჰალალელისა - ფერეცის ძეთაგან.
- 5
და მაყასეია, ძე ბარუქისა, ქოლხოზესი, ხაზაიასი, ყადაიასი, იოიარიბისა, ზაქარიასი, შილონისა.
- 6
ფერეცის ძენი, რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობდნენ, ოთხას სამოცდარვა ძალოვანი კაცნი იყვნენ.
- 7
ბენიამინის შთამომავალთაგან: სალუ ძე მეშულამისა, იოყედისა, ფედაიასი, კოლაიასი, მაყასეიასი, ითიელისა, ესაიასი.
- 8
მის შემდეგ გაბაი და სალაი - ცხრაას ოცდარვა.
- 9
და იოელი, ძე ზიქრისა - მათი მეთაური. იუდა სენუას ძე კი ქალაქში მეორე იყო.
- 10
მღვდელთაგან: იედაყია იოიარიბის ძე, იაქინი,
- 11
სერაია ძე ხილკიასი, მეშულამისა, ცადოკისა, მერაიოთისა, ახიტუბისა, ღვთის სახლის მმართველი.
- 12
და მათი ძმები, რომლებიც ტაძრის საქმეს აკეთებდნენ - რვაას ოცდაორი. და ყადაია ძე იეროხამისა, ფელალიასი, ამცისა, ზაქარიასი, ფაშხურისა, მალქიასი
- 13
და მისი ძმები, მამისსახლთა თავკაცები - ორას ორმოცდაორი. ყამაშაი ძე ყაზარელისა, ახაზიასი, მეშიმოლეთისა, იმერისა
- 14
და მათი ძმები, ძლიერი ვაჟკაცები - ას ოცდარვა, რომელთაც ზაბდიელ ჰაგედოლიმის ძე მეთაურობდა.
- 15
ლევიანთაგან - შემაყია, ძე ხაშუბისა, ყაზრიკამისა, ხაშაბიასი, ბუნისა.
- 16
ლევიანთა თავკაცები - შაბთაი და იოზაბადი, ღვთის სახლის გარე სამუშაოებზე იყვნენ.
- 17
მადლიერების ლოცვის წამომწყები იყო მათანია, ძე მიქასი, ზაბდისა, ასაფის ძისა, მეორე კი ბაკბუკია იყო მის ძმათაგან და ყაბდა შამუაყის ძე, გალალისა და იედუთუნის შთამომავალი.
- 18
სულ ორას ორმოცდაოთხი ლევიანი იყო წმიდა ქალაქში.
- 19
კარიბჭის მცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეთა მცველნი - ას სამოცდათორმეტი.
- 20
დანარჩენი ისრაელიანები, მღვდლები და ლევიანნი, იუდას ქალაქებში, თითოეული თავის ქალაქსა და სამოსახლოზე ცხოვრობდა.
- 21
ტაძრის მსახურნი ყოფელში მკვიდრობდნენ, რომელთაც ციხა და გიშფა თავკაცობდნენ.
- 22
იერუსალიმში ლევიანთა ზედამხედველი იყო ყუზი, ძე ბანისა, ხაშაბიასი, მათანიასი, მიქასი - ტაძარში ღვთისმსახურებისას მგალობლებად დადგენილი ასაფიანებიდან,
- 23
ვინაიდან მათზე მეფის საგანგებო ბრძანება გაიცა, რომ ყოველდღიური სარჩო ჰქონოდათ მგალობლებს.
- 24
ფეთახია, ძე მეშეზაბელისა, ზერახისა, იუდას ძეთაგან, მეფის მარჯვენა ხელი იყო ყოველ სახალხო საქმეში.
- 25
ისინი კი, ვინც იუდას ძეთაგან სოფლად, თავიანთ ველებზე დამკვიდრდნენ, ცხოვრობდნენ კირიათ-არბაყსა და დიბონში, თავ-თავისი ქალაქებით, იეკაბცეელსა და მათ ირგვლივ სოფლებში;
- 26
იეშუაში, მოლადაში, ბეთ-ფალეტში,
- 27
ხაცარ-შუყალში, ბეერ-შებაყსა და მის შემოგარენში,
- 28
ციკლაგში, მექონასა და მის შემოგარენში,
- 29
ყენ-რიმონში, ცორყაში, იარმუთში,
- 30
ზანოახში, ყადულამსა და მათ სოფლებში, ლაქიშსა და მის ველებზე, ყაზეკასა და მის შემოგარენში. და ბეერ-შებაყიდან ჰინომის ხეობამდე დაბანაკდნენ.
- 31
ცხოვრობდნენ ბენიამინის ძენი გებაყიდან დაწყებული, მიქმასსა და ყაიაში, ბეთელსა და მის შემოგარენში,
- 32
ყანათოთში, ნობში, ყანანიაში,
- 33
ხაცორში, რამაში, გითაიმში,
- 34
ხადიდში, ცებოყიმში, ნებალატში,
- 35
ლოდში, ონოსა და მშვენიერ ხეობაში.
- 36
იუდას ლევიანთაგან ზოგიერთი ბენიამინში დასახლდა.