ეზრა 2
- 1
ესენი არიან ტყვეობიდან ამოსულნი, რომლებიც ბაბილონში გადაასახლა ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ და ხელახლა დაბრუნდნენ იერუსალიმსა და იუდაში, თითოეული თავის ქალაქში;
- 2
რომლებიც მოვიდნენ ზერუბაბელთან, იეშუასთან, ნეემიასთან, სერაიასთან, რეყლაიასთან, მორდექაისთან, ბელშანთან, მისფართან, ბიგვაისთან, რეხუმთან და ბაყანასთან ერთად. ეს იყო ისრაელის ხალხის მამაკაცთა რიცხვი:
- 3
ფარყოშის ძენი - ორი ათას ას სამოცდათორმეტი,
- 4
შეფატიას ძენი - სამას სამოცდათორმეტი,
- 5
არახის ძენი - შვიდას სამოცდათხუთმეტი,
- 6
ფათახ-მოაბის ძენი, იეშუასა და იოაბის ძენი - ორი ათას რვაას თორმეტი,
- 7
ყელამის ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
- 8
ზათუს ძენი - ცხრაას ორმოცდახუთი,
- 9
ზაქაის ძენი - შვიდას სამოცი,
- 10
ბანის ძენი - ექვსას ორმოცდაორი,
- 11
ბებაის ძენი - ექვსას ოცდასამი,
- 12
ყაზგადის ძენი - ათას ორას ოცდაორი,
- 13
ადონიკამის ძენი - ექვსას სამოცდაექვსი,
- 14
ბიგვაიას ძენი - ორი ათას ორმოცდათექვსმეტი,
- 15
ყადინის ძენი - ოთხას ორმოცდათოთხმეტი,
- 16
ატერის ძენი ეზეკიას სახლეულიდან - ოთხმოცდათვრამეტი,
- 17
ბეცაიას ძენი - სამას ოცდასამი,
- 18
იორას ძენი - ასთორმეტი,
- 19
ხაშუმის ძენი - ორას ოცდასამი,
- 20
გიბარის ძენი - ოთხმოცდათხუთმეტი,
- 21
ბეთლემის ძენი - ას ოცდასამი,
- 22
ნეტოფას კაცები - ორმოცდათექვსმეტი,
- 23
ყანათოთის კაცები - ას ოცდარვა,
- 24
ყაზმავეთის ძენი - ორმოცდაორი,
- 25
კირიათ-ყარიმის, ქეფირას და ბეროთის ძენი - შვიდას ორმოცდასამი,
- 26
რამას და გაბაყის ძენი - ექვსას ოცდაერთი,
- 27
მიქმასის კაცები - ას ოცდაორი,
- 28
ბეთელისა და ჰაღაის კაცები - ორას ოცდასამი,
- 29
ნებოს ძენი - ორმოცდათორმეტი,
- 30
მაგბიშის ძენი - ას ორმოცდათექვსმეტი,
- 31
ყელამის სხვა ძენი - ათას ორას ორმოცდათოთხმეტი,
- 32
ხარიმის ძენი - სამას ოცი,
- 33
ლოდის, ხადიდის და ონოს ძენი - შვიდას ოცდახუთი,
- 34
იერიხოს ძენი - სამას ორმოცდახუთი,
- 35
სენაას ძენი - სამი ათას ექვსას ოცდაათი,
- 36
მღვდლები: იედაყიას ძენი იეშუას სახლიდან - ცხრაას სამოცდაცამეტი,
- 37
იმერის ძენი - ათას ორმოცდათორმეტი,
- 38
ფაშხურის ძენი - ათას ორას ორმოცდაშვიდი,
- 39
ხარიმის ძენი - ათას ჩვიდმეტი,
- 40
ლევიანები: იეშუასა და კადმიელის ძენი ჰოდავეის ძეთაგან - სამოცდათოთხმეტი;
- 41
მგალობელნი: ასაფის ძენი - ას ოცდარვა;
- 42
კარისმცველთა ძენი: შალუმის, ატერის, ტალმონის, ყაკუბის, ხატიტას და შობაისა - სულ ას ოცდაცხრამეტი;
- 43
ნეთინელთა ძენი: ციხას, ხაშუფას, ტაბაყოთის,
- 44
კეროსის, სიაყას, ფადონის,
- 45
ლებანას, ხაგაბას, ყაკუბის,
- 46
ხაგაბის, შამლაის, ხანანის,
- 47
გიდელის, გახარის, რეაიას,
- 48
რეცინის, ნეკოდას, გაზამის,
- 49
ყუზას, ფასეახის, ბესაის,
- 50
ასნას, მეყუნიმის, ნეფუსიმის,
- 51
ბაკბუკის, ხაკუფას, ხარხურის,
- 52
ბაცლუთის, მეხიდას, ხარშას,
- 53
ბარკოსის, სისერას, თამახის,
- 54
ნეციახის და ხატიფას ძენი;
- 55
სოლომონის მსახურთა ძენი: სოტაის, სოფერეთის, ფერუდას,
- 56
იაყლას, დარკონის, გიდელის,
- 57
შეფატიას, ხატილის, ფოქერეთ-ცებაიმის და ამის ძენი;
- 58
სულ ტაძრის მსახურნი და სოლომონის მსახურთა შვილები - სამას ოთხმოცდათორმეტი.
- 59
ესენი გამოვიდნენ თელ-მელახიდან, თელ-ხარშადან, ქერუბიდან, ადანიდან და იმერიდან, მაგრამ ვერ შეძლეს თავიანთი მამისსახლებისა და წარმომავლობის გარკვევა, ისრაელისა თუ იყვნენ:
- 60
დელაიას, ტობიას და ნეკოდას ძენი - სულ ექვსას ორმოცდათორმეტი.
- 61
მღვდლების შვილები, ხაბაიას, კოცის, ბარზილაის ძენი, რომელთაც გილყადელი ბარზილაის ასულთაგანი შეირთეს ცოლად და მათივე სახელი ეწოდათ.
- 62
ესენი ეძებდნენ თავიანთი საგვარტომოს ნუსხას და ვერ იპოვეს, და ამის გამო მღვდლობის უფლება არ მისცეს.
- 63
და უთხრა მათ განმგებელმა, რომ არ ეჭამათ წმიდათა წმიდიდან, ვიდრე არ დადგებოდა მღვდელი ურიმითა და თუმიმით.
- 64
მთელი კრებული ერთად შეადგენდა ორმოცდაორი ათას სამას სამოც კაცს
- 65
გარდა მათი მსახურებისა და მხევლებისა; ესენი იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი; და მათთან - ორასი მგალობელი კაცი და მგალობელი ქალი.
- 66
მათი ცხენები - შვიდას ოცდათექვსმეტი, ჯორები - ორას ორმოცდახუთი,
- 67
მათი აქლემები - ოთხას ოცდათხუთმეტი, სახედრები - ექვსი ათას შვიდას ოცი.
- 68
როდესაც მოვიდნენ საგვარეუ-ლოს თავკაცები უფლის სახლში, რომელიც იერუსალიმშია, ნებაყოფლობით შესწირეს ღვთის სახლს, რათა აღდგენილიყო იგი თავის საძირკველზე,
- 69
შეძლებისამებრ სამუშაო საქმიანობისთვის საგანძურს შემატეს: სამოცდაერთი ათასი დრაქმა ოქრო, ხუთი ათასი მინა ვერცხლი და ასი ხელი სამღვდელო შესამოსელი.
- 70
და დასახლდნენ: მღვდლები, ლევიანები, მგალობლები, კარისმცველნი, ტაძრის მსახურნი და ხალხის ნაწილი იერუსალიმის ახლოს თავ-თავიანთ ქალაქებში და მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში.