1 ნეშტთა 8
- 1
ბენიამინმა შვა ბელა, თავისი პირმშო, აშბელი - მეორე და ახრახი - მესამე,
- 2
ნოხა - მეოთხე და რაფა - მეხუთე.
- 3
ძეები ჰყავდა ბელას: ადარი, გერა და აბიჰუდი,
- 4
აბიშუაყი, ნაყამანი და ახოახი,
- 5
გერა, შუფუფანი და ხურამი.
- 6
ესენი არიან ეჰუდის ძენი, გებაყში მცხოვრებნი, მამისსახლთა თავკაცები, რომლებიც მანახათში გადაასახლეს;
- 7
ნაყამანი, ახია და გერა, რომელმაც გადაასახლა ისინი; მან შვა ყუზა და ახიხუდი;
- 8
შვილები შეეძინა შაქარაიმს მოაბის ქვეყანაში, მას შემდეგ, რაც გაუშვა ხუშიმი და ბაყარა, თავისი ცოლები.
- 9
ხოდეშისგან, თავისი ცოლისგან, მას შეეძინა იობაბი, ციბია, მეიშა და მალქამი.
- 10
მისი ძენი: იეყუცი, საქია და მირმა მამისსახლთა თავკაცნი იყვნენ.
- 11
ხუშიმისგან შვა აბიტუბი და ელფაყალი.
- 12
ელფაყალის ძენი: ყებერი, მიშყამი და შამედი, რომელმაც ააშენა ონო და ლოდი თავისი დასახლებებით.
- 13
ბერიყა და შემაყი - მამისსახლთა თავკაცები, აიალონში ცხოვრობდნენ; მათ განდევნეს გათის მკვიდრნი;
- 14
ახიო, შაშაკი და იერემოთი,
- 15
ზებადია, ყარადი და ყადერი;
- 16
მიქაელი, იშფა და იოხა - ბერიყას ძენი იყვნენ.
- 17
ზებადია, მეშულამი, ხიზკი და ხაბერი,
- 18
იშმერაი, იზლია და იობაბი, ელფაყალის ძენი იყვნენ.
- 19
იაკიმი, ზიქრი და ზაბდი,
- 20
ელიყენაი, ცილთაი და ელიელი,
- 21
ყადაია, ბერაია და შიმრათი - შიმყის ძენი იყვნენ.
- 22
იშფანი, ყებერი და ელიელი,
- 23
ყაბდონი, ზიქრი და ხანანი,
- 24
ხანანია, ყელამი და ყანთოთია,
- 25
იფდეია და ფენუელი - შაშაკის ძენი იყვნენ.
- 26
შამშერაი, შეხარია და ყათალია,
- 27
იაყარეშია, ელია და ზიქრი - იეროხამის ძენი იყვნენ.
- 28
ესენი არიან მამისსახლთა თავკაცები, თავ-თავის მოდგმაში; რომლებიც იერუსალიმში მკვიდრობდნენ.
- 29
გაბაონში მკვიდრობდა გაბაონის მამამთავარი, მის ცოლს მაყაქა ერქვა.
- 30
მისი ძენი: პირმშო ყაბდონი, ცური, კიში, ბაყალი, ნადაბი,
- 31
გედორი, ახიო და ზექერი;
- 32
მიკლოთმა შვა შიმყა. იერუსალიმში დამკვიდრდნენ ისინი თავიანთ მოძმეთა პირდაპირ, ძმებთან ერთად.
- 33
ნერმა შვა კიში, კიშმა შვა საული და საულმა შვა იონათანი, მალქი-შუაყი, აბინადაბი და ეშბაყალი.
- 34
იონათანის ძე იყო მერიბ-ბაყალი; მერიბ-ბაყალმა შვა მიქა.
- 35
მიქას ძენი იყვნენ: ფითონი, მელექი, თარეაყი და ახაზი.
- 36
ახაზმა შვა იეჰოყადა, იეჰოყადამ შვა ყალამეთი, ყაზმავეთი და ზიმრი; ზიმრიმ შვა მოცა;
- 37
მოცამ შვა ბინყა; მისი ძე იყო რაფა, მისი ძე იყო ელყასა, მისი ძე იყო აცელი.
- 38
აცელს ექვსი ძე ჰყავდა, აი მათი სახელები: ყაზრიკამი, ბოქრუ, იშმაელი, შეყარია, ყობადია და ხანანი.
- 39
მისი ძმის, ყეშეკის ძენი იყვნენ: ულამი - მისი პირმშო, იეყუში და ელიფელეტი.
- 40
ძლევამოსილი ვაჟკაცები და მშვილდოსნები იყვნენ ულამის ძენი; ასორმოცდაათი შვილი და შვილიშვილი ჰყავდათ და ყველა ესენი ბენიამინის ძენი იყვნენ.