1 ნეშტთა 27
- 1
ესენი არიან ისრაელის შვილები, მათი რიცხვის მიხედვით, მამისსახლთა მთავრები, ათასისთავები, ასისთავები და მათი სარდლები, რომლებიც მეფეს ემსახურებოდნენ რაზმების ყველა საქმეში, მიდი-მოდიოდნენ ყოველთვიურად, წელიწადის ყოველ თვეში. თითოეული რაზმი ოცდაოთხი ათასისგან შედგებოდა.
- 2
პირველ რაზმს პირველ თვეში იაშაბყამ ზაბდიელის ძე მეთაურობდა; მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 3
ფერეცის ძეთაგანი იყო იგი, პირველი თვის ყველა მხედართმთავრის მეთაური.
- 4
მეორე თვეს რაზმს დოდა ახოხიელი მეთაურობდა; მასთან მიკლოთი იყო მთავარი და მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 5
მესამე თვის მესამე მხედართმთავარი ბენაიაჰუ, იეჰოიადაყ მღვდლის ძე იყო. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 6
ეს ბენაიაჰუ, ოცდაათ მებრძოლთაგანი იყო და მათ მეთაურობდა; მისი ძე ყამიზაბადიც მის რაზმში ირიცხებოდა.
- 7
მეოთხე თვეში ყასაელი იყო მეოთხე, იოაბის ძმა. მის შემდეგ კი მისი ძე ზებადია; მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 8
მეხუთე თვეში, შამუთ იზრახელი იყო მეხუთე მეთაური. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 9
მეექვსე თვეში ყირა ყიკეშის ძე, თეკოაყელი იყო მეექვსე. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 10
მეშვიდე თვეში ხელეც ფელონელი იყო მეშვიდე, ეფრემის ძეთაგან. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 11
მერვე თვეში სიბექაი ხუშათელი იყო მერვე, ზარხელთაგან. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 12
მეცხრე თვეში აბიყეზერ ყანეთოთელი იყო მეცხრე, ბენიამინელთაგან. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 13
მეათე - მეათე თვეში, მაჰარაი ნეტოფელი, ზერახის ნაშიერი; მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 14
მეთერთმეტე თვეში მეთერთმეტე იყო ბენაია ფირყათონელი, ეფრემელთაგან. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 15
მეთორმეტე თვეში ხელდაი ნეტოფათელი იყო მეთორმეტე, ყათნიელთაგან. მის რაზმში ოცდაოთხი ათასი იყო.
- 16
ისრაელის ტომებს მეთაურობდნენ: რეუბენიანთა მთავარი - ელიეზერ ზიქრის ძე; სიმონიანთა - შეფატიაჰუ, მაყაქას ძე.
- 17
ლევიანებისა - ხაშაბია, კემუელის ძე; აჰარონისა - ცადოკი;
- 18
იუდასი - ელიჰუ, დავითის ძმათაგანი; ისაქარისა - ყომრი, მიქაელის ძე;
- 19
ზებულონისა - იშმაყიაჰუ, ყობადიაჰუს ძე; ნაფთალისა - იერიმოთ ყაზრიელის ძე.
- 20
ეფრემის ძეთა - ჰოშეაყ ყაზაზიაჰუს ძე, მენაშეს ნახევარტომისა - იოელ ფედიაჰუს ძე;
- 21
მენაშეს ნახევარტომისა, გილყადში - ყიდო ზაქარიას ძე; ბენიამინისა - იაყასიელ აბნერის ძე;
- 22
დანისა - ყაზარელ იეროხამის ძე; ესენი არიან ისრაელის ტომების მთავრები.
- 23
ოცი წლისანი და მის ქვემოთ არ აღურიცხავს დავითს, რადგან თქვა უფალმა, რომ ცის ვარსკვლავებივით გაამრავლებდა ისრაელს.
- 24
იოაბ ცერუიას ძემ დაიწყო აღრიცხვა, მაგრამ ვერ დაასრულა იმის გამო, რომ უფლის რისხვა დაატყდა ისრაელს. ეს აღწერა მეფე დავითის მატიანის აღრიცხვაში არ შესულა.
- 25
მეფის საგანძურზე ყაზმავეთ ყადიელის ძე იყო; ხოლო იმ საგანძურზე, რომელიც მინდორში, ქალაქებში, სოფლებსა და ციხე-სიმაგრეებში იყო - იეჰონათან ყუზიაჰუს ძე;
- 26
მინდვრის სამუშაოების შემსრულებლებზე, მიწას რომ ამუშავებდნენ - ყეზრი, ქელუბის ძე.
- 27
ვენახებზე - შიმყი რამათელი; ყურძნისა და ღვინის მარაგზე - ზაბდი შიფმელი.
- 28
ზეთისხილისა და ლეღვის ხეებზე, დაბლობში რომ არის - ბაყალ-ხანან გედერელი; ზეთის მარაგზე - იოყაში.
- 29
შარონში მდგომ ნახირს შიტრაი შარონელი ზედამხედველობდა, ნახირს - ხეობებში, შაფატ ყადლაის ძე.
- 30
აქლემებს - იობილი, ისმაელიანი, სახედრებს - იეხდეიაჰუ მერონოთელი.
- 31
ცხვარს - იაზიზ ჰაგერელი. ყველა ესენი მეფე დავითის ქონების განმგებლები იყვნენ.
- 32
იონათანი, დავითის ბიძა, მრჩეველი იყო, კაცი გონიერი და მწიგნობარი; იეხიელი, ხაქმონის ძე, მეფისწულებთან იყო.
- 33
ახითოფელი მეფის მრჩეველი იყო, ხუშაი არქელი კი მეფის მეგობარი.
- 34
ახითოფელის შემდეგ იყვნენ: იეჰოიადაყ ბენაიაჰუს ძე და აბიათარი. მეფის ჯარის სარდალი იოაბი იყო.