3 მეფეთა 4
- 1
მეფობდა სოლომონი მთელ ისრაელზე.
- 2
აჰა, მთავრები, რომლებიც იყვნენ მასთან: ყაზარია, ძე ცადოკ მღვდლისა;
- 3
ელიხორეფი და ახია, შიშას ძენი, მწიგნობარნი; იოშაფატ ახილუდის ძე - მემატიანე;
- 4
ბენაია იეჰოიადაყის ძე - მხედართმთავარი; ცადოკი და აბიათარი - მღვდლები.
- 5
ყაზარია ნათანის ძე - გამგებელთა მთავარი; ზაბუდ ნათანის ძე - მღვდელმთავარი და მეფის მეგობარი.
- 6
ახიშარი - სახლთუხუცესი; ადონირამ ყაბდას ძე - ხარკთგანმგებელი;
- 7
თორმეტი გამგებელი ჰყავდა სოლომონს მთელ ისრაელში, რომლებიც მეფესა და მის სახლეულს სარჩოთი ამარაგებდნენ; თითოეულს წელიწადში ერთი თვე უნდა მოემარაგებინა სარჩოთი მეფე.
- 8
აჰა, მათი სახელები: ბენ ხური - ეფრემის მთაზე;
- 9
ბენ დეკერი - მაკაცში, შაყალბიმში, ბეთ-შემეშსა და ყელონ-ბეთ-ჰანანში;
- 10
ბენ ხესედი - არუბოთში. მას ეკუთვნოდა სოქო და ხეფერის მთელი მხარე;
- 11
ბენ აბინადაბი - დორის მთელ მხარეში. (სოლომონის ასული ტაფათი ჰყავდა ცოლად);
- 12
ბაყანა ახილუდის ძე - თაყანაქში, მეგიდოსა და მთელ ბეთ-შეანში, ცართანასთან, იზრეყელის ქვემოთ, ბეთ-შეანიდან აბელ მეხოლამდე, იოკმეყამის გაღმა მხარემდე;
- 13
ბენ გებერი - გილყადის რამოთში. მასვე ეკუთვნოდა იარის, მენაშეს ძის დასახლებანი, რომელიც გილყადში იყო და არგობის მხარე ბაშანში, სამოცი დიდი ქალაქი ზღუდეებითა და სპილენძის ურდულებით;
- 14
ახინადიბი, ყიდოს ძე - მახანაიმში.
- 15
ახიმაყაცი - ნაფთალში, (მასაც სოლომონის ასული, ბასემათი ჰყავდა ცოლად);
- 16
ბაყანა, ხუშის ძე - აშერსა და ბეყალოთში;
- 17
იოშაფატ ფარუახის ძე - ისაქარში;
- 18
შიმყი, ელას ძე - ბენიამინში.
- 19
შიმყი, ელას ძე - ბენიამინში.
- 20
ზღვის ქვიშასავით ურიცხვი იყო იუდა და ისრაელი. ჭამდნენ, სვამდნენ და მხიარულობდნენ.
- 21
მეფობდა სოლომონი ყველა სამეფოზე - ევფრატის მდინარიდან ფილისტიმელთა ქვეყანამდე და ეგვიპტის საზღვრამდე. ხარკს უხდიდნენ და ემსახურებოდნენ სოლომონს მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე.
- 22
ეს იყო სოლომონის ყოველდღიური სარჩო: ოცდაათი ქორი გამტკიცული ფქვილი და სამოცი ქორი სხვა ფქვილი;
- 23
ათი ბაგაზე და ოცი საძოვარზე გამოკვებილი ხარი. ასი ცხვარი, გარდა ირმებისა, ქურციკებისა, შვლებისა და გამოკვებილი ფრინველებისა.
- 24
რადგან ის ბატონობდა მდინარის გამოღმა ყველა მიწასა და მეფეზე, თიფსახიდან ღაზამდე; ყოველი მხრიდან მშვიდობა იყო მის ირგვლივ.
- 25
მშვიდად ცხოვრობდნენ იუდა და ისრაელი, თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ძირას, დანიდან ბეერ-შებაყამდე, სოლომონის მთელი მეფობის მანძილზე.
- 26
ჰქონდა სოლომონს ორმოცი ათასი ბაგა ეტლის ცხენებისთვის და ჰყავდა თორმეტი ათასი მხედარი.
- 27
ამარაგებდნენ ეს გამგებელნი მეფე სოლომონსა და ყველას, ვინც იჯდა მის სუფრასთან, თითოეული მისთვის დადგენილ თვეში; არაფერს აკლებდნენ.
- 28
ქერიცა და ჩალაც მოჰქონდათ ცხენებისა და ბედაურებისთვის შესაბამის ადგილზე, თითოეულს თავისი ვალდებულებისამებრ.
- 29
და მისცა ღმერთმა სოლომონს სიბრძნე, დიდი წვდომის უნარი და ზღვის ქვიშასავით ვრცელი გონება.
- 30
ისე გაუმრავლა სიბრძნე სოლომონს, რომ აღმოსავლეთის ძეთა სიბრძნესა და ეგვიპტის მთელ სიბრძნეს აღემატებოდა.
- 31
ყველას აღემატებოდა სიბრძნით; ეთან ეზრახელს, ჰემანს, ქალქოლსა და დარდას - მახოლის ძეებზე მეტად ბრძენი იყო; განითქვა მისი სახელი გარშემო ყველა ერში.
- 32
სამი ათასი იგავი გამოთქვა და ათას ხუთი საგალობელი.
- 33
ლაპარაკობდა ცხოველებზე, ფრინველებზე, ქვეწარმავლებზე, თევზებსა და ხეებზე: ლიბანის კედრიდან - კედელზე მცოცავ უსუპამდე.
- 34
ყოველ ხალხთაგან მოდიოდნენ სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და დედამიწის ყოველ მეფეთაგან, ვისაც კი გაგონილი ჰქონდა მისი სიბრძნის ამბავი.