რიცხვნი 33
- 1
ასეთია ისრაელის ძეთა მოგზაურობა, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან თავისი ლაშქრებით მოსესა და აჰარონის წინამძღოლობით გამოვიდნენ.
- 2
ჩაიწერა მოსემ მათი გამოსვლისა და დაბანაკების ადგილები, უფლის ბრძანებისამებრ; ასეთია მათი სვლა დაბანაკების ადგილების მიხედვით:
- 3
დაიძრნენ რაყმესესიდან პირველ თვეში, პირველი თვის მეთხუთმეტე დღეს; პასექის მეორე დღეს, შემართული ხელით გამოვიდნენ ისრაელიანები, მთელი ეგვიპტის წინაშე.
- 4
ეგვიპტელნი კი უფლის მიერ მათში განგმირულ ყოველ პირმშოს მარხავდნენ. და აღასრულა უფალმა სამართალი მათ ღმერთებზე.
- 5
დაიძრნენ ისრაელიანები რაყმესესიდან და სუქოთში დაბანაკდნენ.
- 6
დაიძრნენ სუქოთიდან და დაბანაკდნენ ეთამში, რომელიც უდაბნოს ემიჯნება.
- 7
დაიძრნენ ეთამიდან და ფი-ჰახიროთში, ბაყალ-ცეფონის პირდაპირ, მიგდოლის წინ დაბანაკდნენ.
- 8
დაიძრნენ ფიჰახიროთიდან და უდაბნოსავით გადაიარეს შუა ზღვა; სამი დღე იარეს ეთამის უდაბნოში და დაბანაკდნენ მარაში.
- 9
დაიძრნენ მარადან და მივიდნენ ელიმში, სადაც თორმეტი წყარო და ფინიკის სამოცდაათი ხეა და იქ დაბანაკდნენ.
- 10
დაიძრნენ ელიმიდან და დაბანაკდნენ წითელ ზღვასთან.
- 11
დაიძრნენ წითელი ზღვიდან და დაბანაკდნენ სინის უდაბნოში.
- 12
დაიძრნენ სინის უდაბნოდან და დაბანაკდნენ დოფკაში.
- 13
დაიძრნენ დოფკადან და დაბანაკდნენ ალუშში.
- 14
დაიძრნენ ალუშიდან და დაბანაკდნენ რეფიდიმში, სადაც სასმელი წყალი არ იყო ხალხისთვის.
- 15
დაიძრნენ რეფიდიმიდან და დაბანაკდნენ სინაის უდაბნოში.
- 16
დაიძრნენ სინაის უდაბნოდან და დაბანაკდნენ კიბროთ-ჰათაავაში.
- 17
დაიძრნენ კიბროთ-ჰათაავადან და დაბანაკდნენ ხაცეროთში.
- 18
დაიძრნენ ხაცეროთიდან და დაბანაკდნენ რითმაში.
- 19
დაიძრნენ რითმადან და დაბანაკდნენ რიმონ-ფერეცში.
- 20
დაიძრნენ რიმონ-ფერეციდან და დაბანაკდნენ ლიბნაში.
- 21
დაიძრნენ ლიბნადან და დაბანაკდნენ რისაში.
- 22
დაიძრნენ რისადან და დაბანაკდნენ კეჰელათაში.
- 23
დაიძრნენ კეჰელათადან და დაბანაკდნენ შეფერში.
- 24
დაიძრნენ შეფერიდან და დაბანაკდნენ ხარადაში.
- 25
დაიძრნენ ხარადადან და დაბანაკდნენ მაკჰელოთში.
- 26
დაიძრნენ მაკჰელოთიდან და დაბანაკდნენ თახათში.
- 27
დაიძრნენ თახათიდან და დაბანაკდნენ თარახში.
- 28
დაიძრნენ თარახიდან და დაბანაკდნენ მითკაში.
- 29
დაიძრნენ მითკადან და დაბანაკდნენ ხაშმონაში.
- 30
დაიძრნენ ხაშმონადან და დაბანაკდნენ მოსეროთში.
- 31
დაიძრნენ მოსეროთიდან და დაბანაკდნენ ბენე-იაყაკანში.
- 32
დაიძრნენ ბენე-იაყაკანიდან და დაბანაკდნენ ჰორ-ჰაგიდგადში.
- 33
დაიძრნენ ჰორ-ჰაგიდგადიდან და დაბანაკდნენ იოტბათაში.
- 34
დაიძრნენ იოტბათადან და დაბანაკდნენ ყაბრონაში.
- 35
დაიძრნენ ყაბრონადან და დაბანაკდნენ ყეციონ-გებერში.
- 36
დაიძრნენ ყეციონ-გებერიდან და დაბანაკდნენ კადეშის უდაბნოში.
- 37
დაიძრნენ კადეშიდან და დაბანაკდნენ ჰორის მთაზე, ედომის ქვეყნის საზღვარზე.
- 38
ავიდა აჰარონ მღვდელი ჰორის მთაზე უფლის ბრძანებით და მოკვდა იქ ეგვიპტიდან ისრაელიანთა გამოსვლის მეორმოცე წელს, მეხუთე თვეს, თვის პირველ დღეს.
- 39
ასოცდასამი წლის იყო აჰარონი, როცა გარდაიცვალა ჰორის მთაზე.
- 40
და ისმინა ყარადის მეფემ, ქანაანელმა, რომელიც ნეგებში ცხოვრობდა, ქანაანის ქვეყანაში, ისრაელის ძეთა მოსვლის შესახებ.
- 41
დაიძრნენ ჰორის მთიდან და დაბანაკდნენ ცალმონაში.
- 42
დაიძრნენ ცალმონადან და დაბანაკდნენ ფუნონში.
- 43
დაიძრნენ ფუნონიდან და დაბანაკდნენ ობოთში.
- 44
დაიძრნენ ობოთიდან და დაბანაკდნენ ყიე-ყაბარიმში, მოაბის საზღვარზე.
- 45
დაიძრნენ ყიიმიდან და დაბანაკდნენ დიბონ-გადში.
- 46
დაიძრნენ დიბონ-გადიდან და დაბანაკდნენ ალმონ-დიბლათაიმში.
- 47
დაიძრნენ ალმონ-დიბლათაიმიდან და დაბანაკდნენ ყაბარიმის მთებში ნებოს წინ.
- 48
დაიძრნენ ყაბარიმის მთებიდან და იორდანესთან, მოაბის ველზე დაბანაკდნენ, იერიხოს პირდაპირ.
- 49
და დაბანაკდნენ იორდანესთან, ბეთ-იეშიმოთიდან აბელშიტიმამდე მოაბის ველზე.
- 50
უთხრა უფალმა მოსეს მოაბის ველზე იორდანესთან, იერიხოს პირდაპირ:
- 51
"განუცხადე ისრაელის ძეთ და უთხარი: როდესაც გადახვალთ იორდანეზე ქანაანის ქვეყნისკენ,
- 52
განდევნეთ იმ ქვეყნის ყველა მკვიდრი და მოსპეთ მათი კერპების ყველა გამოსახულება და მოსპეთ ყველა ჩამოსხმული კერპი და ააოხრეთ ყოველი მათი მაღლობი.
- 53
დაეუფლეთ ქვეყანას და იცხოვრეთ მასში, ვინაიდან თქვენ მოგეცით ის ქვეყანა სამკვიდრებლად.
- 54
დაიმკვიდრეთ ქვეყანა წილის ყრით, საგვარეულოთა მიხედვით. მრავალრიცხოვანთ მეტი სამკვიდრებელი მიეცით და მცირერიცხოვანთ ნაკლები; ვისაც სად შეახვედრებს წილის ყრა, იქ იყოს მისი სამკვიდრო; თქვენი მამების ტომთა მიხედვით დაიმკვიდრეთ.
- 55
მაგრამ თუ არ განდევნით იმ ქვეყნის მცხოვრებლებს თქვენგან, მაშინ ვისაც დატოვებთ, ეკლად გექცევიან თვალებში და ნემსებად გვერდებში და შეგავიწროვებენ იმ ქვეყანაში, რომელშიც იცხოვრებთ.
- 56
და რისი გაკეთებაც მათთვის განვიზრახე, თქვენ გაგიკეთებთ”.