ღმრთის ცოცხალი სიტყვით ხელახლა შობილნი


საკვანძო მუხლები:

იერემია 23 : 28 ; იოანე 4 : 14 ; იაკობი 1 : 18 ; 1პეტრე 1 : 23 ; 1იოანე 3 : 9 ; 1იოანე 5 : 18 ; 1თესალონიკელთა 2 : 13 ; ებრაელთა 4 : 12 ; ებრაელთა 8 : 9 ;
=3.48.5. ღმრთის ცოცხალი სიტყვით ხელახლა შობილნი 

იერ.23,28 ინ.4,14 იაკ.1,18,, 1პეტ.1,3.[23],, 1ინ.3,9,, 5,18,, 1თეს.2,13 ებრ.4,12.13 

ბიბლიის მუხლები

იერემია 23
28. წინასწარმეტყველმა, ვისაც სიზმარი აქვს, იამბოს სიზმარი; ვისაც ჩემი სიტყვა აქვს, რწმენით ილაპარაკოს ჩემი სიტყვა. სად ბზე და სად ხორბალი? ამბობს უფალი.

იოანე 4
14. მაგრამ ვინც დალევს წყალს, რომელსაც მე მივცემ, აღარ მოსწყურდება უკუნისამდე, რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, იმ წყაროს წყლად იქცევა, საუკუნო სიცოცხლედ რომ იდინებს მასში.

იაკობი 1
18. მან ინება და დაგვბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვყოფილიყავით როგორც პირველნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის.

1პეტრე 1
3. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის - იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალმოწყალებისამებრ ხელახლა გვშობა ცოცხალი სასოებისთვის, იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იესო ქრისტე.
23. როგორც ხრწნადი კი არა, არამედ უხრწნელი თესლის - ღვთის ცოცხალი და წარუვალი სიტყვის მიერ ხელახლა შობილთ. =3.48.5.

1იოანე 3
9. ღვთისაგან შობილი არავინ სცოდავს, ვინაიდან მასში რჩება ღვთიური თესლი, და არ შეუძლია სცოდოს, რადგანაც ღვთისაგან არის შობილი.

1იოანე 5
18. ვიცით, რომ ღვთის მიერ შობილთაგან არავინ სცოდავს, რადგანაც ღვთის მხოლოდშობილი ძე იცავს და ბოროტი ვერ ეხება მას.

1თესალონიკელთა 2
13. ამიტომ ჩვენც განუწყვეტლივ მადლს ვწირავთ ღმერთს, რადგანაც მიიღეთ სიტყვა, ჩვენი წყალობით რომ ისმინეთ, და კაცთა სიტყვად კი არ აღიქვით იგი, არამედ მისი ნამდვილი სახით, ესე იგი, ღვთის სიტყვად, რომელიც კიდეც მოქმედებს თქვენში, მორწმუნენო.

ებრაელთა 4
12. რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.
13. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.


__თემაზე წერდნენ__
***
უკეთუ მეფენი და დიდებულნი დაემოძღვრნენ:
ყოველი არსი თავისთავად სახეიცვლება.
__ ლაო-ძი __

***
როგორადაც ცოდვილი კაცი თავის ნებაყოფლობით დაცემაში სრულად მიუძღვანებს თავს ეშმაკს და სიამოვნებით აღასრულებს ბოროტ საქმეს, როგორც ბუნებრივს რასმე, და სიხარულით ეძლევა სიძვა-მრუშობას, სიმთვრალეს, ანგარებასა და სხვა ვნებებს, ამგვარადვე სრულყოფილი ქრისტიანიც, როცა ნებაყოფლობით მიეცემა სათნოებებს და სიამოვნებით დაუტკბება მათ, ისე აღასრულებს კეთილ საქმეთ, როგორც სავსებით ბუნებრივს თავისთვის, და მარადის არის აღვსებული სიმშვიდითა და სულგრძელობით, სიკეთითა და მოთმინებით, ღრმა რწმენითა და თავმდაბლობით, და ამიერიდან დაუშრომლად აღასრულებს იგი ამ სათნო საქმეს, რადგან ებრძვიან მას უპატიო ვნებები და რადგან სრული გამოხსნა აქვს მიღებული უფლისაგან და საღმრთო ძალით არის აღვსებული, ჰგიებს რა სიხარულსა და მხიარულებასა შინა და ქრისტესმიერი მშვიდობა მოეფინება მარადის მის გულში.
__ წმ. მაკარი დიდი __

***
ქრისტეს ჭეშმარიტად მორწმუნე სულმა სახე უნდა იცვალოს და აწინდელი – ბიწიერი მდგომარეობიდან სხვა, კეთილ, უბიწო მდგომარეობაში გადავიდეს და ახალ სულად იცვალოს ფერი სულიწმიდის ძალით მეოხებითა და შემწეობით.
__ წმ. მაკარი დიდი __

***
ზოგი წიგნები ინფორმირებენ, ზოგნი რეფორმირებენ. მხოლოდ ერთი ბიბლიაა ტრანსფორმირებელი.
__ პასტერი __

***
კაცის ჭეშმარიტი ბუნება, ჭეშმარიტი სიკეთე, ჭეშმარიტი სიქველე, ჭეშმარიტი სარწმუნოება, - ყველა ამ ჭეშმარიტების შეცნობა მხოლოდ ერთობლივადაა შესაძლებელი.
__ ბლეზ პასკალი __

***
რწმენის ცეცხლი, ყოვლის გარდამქმნელი.
__ ვერჰარნი __

***
მე ცნობაშმაგი ვიყავი და დავწყნარდი ახლა.
მე დავიგულე მეგობარი, მე ის ვიხილე.
თავისუფლება მწყუროდა და უღელი მედგა
და მე დავშვერი კირთების ქვეშე.
ქაბირი ამბობს: აქ მიუღწეველს მივაღწიე,
და ჩემი სული მოიკაზმა სიყვარულის ყვავილებითა.
__ ქაბირი __

***
წყნარი ოკეანის ერთ შორეულ კუნძულზე კარგა ხანს იღწვოდა ველურებს შორის მახარებელი მისიონერი. მრავალნი ისმენდნენ მის ანთებულ ქადაგებას და ზოგნი იღებდნენ მას მთელი გულით . . . ერთერთმა ველურმა, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და სხვებთან შედარებით მეტად ჩაუღრმავდა ახალ მოძღვრებას, მოისურვა განმარტოებით გასაუბრებოდა მისიონერს და მივიდა მასთან სახლში.
“ვერ ამიხსნი – უთხრა მან, - რისგან მაქვს მე ახლა სრულიად სხვა აზრები და გრძნობები? ისინი მე ადრე არ მქონია. შენ ხომ იცი მე დიდი ხანია გულისყურით ვუსმენ შენს ქადაგებებს, მაგრამ ადრე ჯერ კიდევ მიზიდავდა ცოდვილი ცხოვრება; ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. აღარ მიზიდავს ცოდვა და აღარ მაქვს სიხარული, როგორ წავიკითხო წმიდა წერილი. როცა ჩემი ამხანაგები ცდილობენ მაცდუნონ და მაიძულებენ დავივიწყო ყველაფერი, რაც კი შენთან მისწავლია, მათ ეს არ გამოსდით. ის, რაც ადრე მეძვირფასებოდა, მან დაკარგა ჩემს თვალში ბრწყინვალება და ახლა მიყვარს სრულიად სხვა რამ.”
“მითხარი: შენ თვითონ რით ახსნი ამ ცვლილებას?” – ჰკითხა მას მისიონერმა.
“მე ვფიქრობ, მეჩვენება რომ . . . მაგრამ არ ძალმიძს გამოვთქვა ის, ისე ზემოთაა იგი, - რომ სული წმიდა ახდენს ჩემში ამ ცვლილებას, აცილებს ჩემს გულს ცოდვას და მიზიდავს ღმერთისკენ.”
მისი სიტყვები სუნთქავდნენ ღრმა რწმენით, ხოლო მთელი მისი არსება როგორც ჩანდა გამსჭვალული იყო მორჩილებით.
ახალ მოქცეული ქრისტიანი იყო მართალი, როგორც ჩვენ ვხედავთ წერილიდან: “ჩავდებ ჩემ სჯულს მათს გონებაში, და მათს გულებში დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.” (ებრ. 8,9)
__ იაკობ ლევენი __

***
ქრისტეს სახელით ღვთისმოსაობს, ლოცვით გულმოდგინეობს და ეგზომ ესწრაფვის სიწმინდეს, რომ ბიწს არ იკიდებს არც ქმედებით და არც სიტყვით. ნათელია ნათელში და ნათელია ბნელში მყოფიც, ნათელს სცემს საქმით და სიტყვით, კვირობენ და ტყვევდებიან, ხელიდან უვარდებათ შემართული სატევარი და ელეწებათ ავი სიტყვა მის მტრებს – ასეთია წმიდა კაცი.
__ მ.ბ. __

***
გარეთ ქარი. სიმყუდროვე გულში,
აქ შემოჭრილ ყველა ვნებას მიდენის.
ბოროტი და სიავკაცე კრული, -
მიმირბიან ქრისტეს რწმენის ნათელით.
__ მ.ბ. __

3.48.5. Возрожденные живым словом Божиим
Иер.23,28 Иоан.4,14 Яков.1,18,, 1Пет.1,3.[23],, 1Иоан.3,9,, 5,18,, 1Фес.2,13 Евр.4,12.13