წინასწარ უწყება ღვთისგან მომავალი სასჯელის შესახებ


საკვანძო მუხლები:

იერემია 7 : 29 ; იერემია 9 : 8 ; იერემია 18 : 10 ; ეზეკიელი 26 : 15 ; ეზეკიელი 27 : 2 ; ეზეკიელი 28 : 21 ; ეზეკიელი 32 : 2 ; ამოსი 5 : 1 ; იონა 3 : 4 ; მიქა 2 : 3 ; გამოსვლა 9 : 5 ; ლევიანნი 26 : 18 ; ზაქარია 14 : 12 ;
=2.11.8. წინასწარ უწყება ღვთისგან მომავალი სასჯელის შესახებ 

გამ.9,5.6 ლევ.26,18 იერ.7,29; 9,8-10; 18,10.11 ეზ. 26,15; 27,2; 28,21-24; 32,2-11 ამ.5,[1].16 იონ.3,4.8-10 მიქ. 2,3 ზაქ.14,12

ბიბლიის მუხლები

გამოსვლა 9
5. დანიშნა უფალმა დრო და თქვა: ხვალ გააკეთებს უფალი ამ საქმეს ქვეყანაში.
6. აღასრულა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს და ამოწყდა ეგვიპტის მთელი საქონელი. ისრაელიანთა საქონლისგან არც ერთი არ მომკვდარა.

ლევიანნი 26
18. თუ მაინც არ მომისმენთ, შვიდჯერ გაგიზრდით სასჯელს თქვენი ცოდვების გამო.

იერემია 7
29. თმა მოიკვეცე და გადაუარე; გლოვა გამართე ხმელგორებზე, რადგან უფალმა უარყო და მიატოვა მისგან შერისხული მოდგმა.

იერემია 9
8. როგორ არ დავსაჯო ამისათვის, ამბობს უფალი; როგორ არ მივაგო სამაგიერო ასეთ ხალხს ჩემივე ხელით.
9. მთების გამო ავტეხავ ტირილსა და მოთქმას, უდაბნოს ქოხების გამოგლოვას, რადგან გადაიბუგენ და აღარავინ შეივლის იქ. აღარ ისმის საქონლის ხმა, ცის ფრინველიდან პირუტყვამდე ყველანი გადაიკარგნენ, წავიდნენ.
10. ნანგრევებად ვაქცევ იერუსალიმს, ტურების ბუნაგად, გავაუდაბურებ იუდას ქალაქებს, უმკვიდროდ დავტოვებ.

იერემია 18
10. მაგრამ ბოროტად მოიქცევა ჩემ თვალში, არ გაიგონებს ჩემს ხმას, და მეც გადავთქვამ სიკეთეს, რომელსაც ვპირდებოდი მას.
11. ახლა ასე გამოუცხადე იუდაელებს და იერუსალიმის მკვიდრთ: ასე თქვა უფალმა: აჰა, გიმზადებთ ბოროტს, განზრახვა მაქვს თქვენს წინააღმდეგ. მოიქცეს თითოეული თავის ბოროტი გზიდან და გამოისწოროს ზნე და საქციელი.

ეზეკიელი 26
15. ასე ეუბნება უფალი ღმერთი ტვიროსს: ხომ შეირყევა ზღვისპირეთი შენი დაცემის სმისგან, დაჭრილთა კვნესით, როცა ხოცვა-ჟლეტა მოხდება შენს წიაღში!

ეზეკიელი 27
2. შენ კი, ადამის ძევ, გამართე ტვიროსზე გლოვა

ეზეკიელი 28
21. ადამის ძევ! ციდონისკენ მიმართე პირი და უწინასწარმეტყველე,
22. უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, ციდონო! გამოვაჩენ ჩემს დიდებას შენს წიაღში და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ, როცა მსჯავრს დავდებ მას და გამოვაჩენ ჩემს სიწმიდეს მის წიაღში.
23. მოვავლენ მასში შავ ჭირს და სისხლს მის ქუჩებში; დაეცემიან მასში დახოცილნი ყოველის მხრიდან მომართული მახვილით; და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
24. აღარ ეყოლება ის ისრაელის სახლს მჩხვლეტავ ეკლად და შემაწუხებელ ხიწვად მათ შორის, ვინც გარს ახვევია და მისი მოძულენი არიან, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ღმერთი ვარ.

ეზეკიელი 32
2. "ძეო კაცისავ! იგლოვე ფარაონი, ეგვიპტის მეფე, და უთხარი: შენი თავი ლომი გგონია ხალხთა შორის, მაგრამ ზღვის ურჩხულს ჰგავხარ; მოხვედი და აქეთ-იქით აწყდები შენს მდინარეებში, ფეხებით ამღვრევ წყალს და ატალახებ მათ ნაკადებს.
3. ასე ამბობს უფალი ღმერთი: გავშლი შენზე ჩემს ბადეს მრავალი ხალხის კრებულში და ამოგათრევენ ჩემი ბადით.
4. მიგაგდებ მიწაზე, ღია მინდორში დაგტოვებ, დავაბინავებ შენზე ცის ყველა ფრინველს და შენით დავანაყრებ მიწის ყველა ცხოველს.
5. შენს ხორცს მთებზე დავყრი და ხეობებს გავავსებ შენი მძორით.
6. მთებამდე დავარწყულებ მიწას შენი სისხლით და ხეობები გაივსება შენი ხორცით.
7. როცა მიგანავლებ, დავფარავ ზეცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს, მზეს ღრუბლით დავფარავ და მთვარე არ გაანათებს თავისი სინათლით.
8. ყველა კაშკაშა მნათობს დავაბნელებ ცაში შენს ზემოთ და წყვდიადს მოვფენ შენს ქვეყანაზე! - ამბობს უფალი ღმერთი.
9. გულს დავუძაბუნებ მრავალ ერს, როცა შენი განადგურების ამბავს მივაწვდენ ხალხებსა და ქვეყნებს, რომელთაც არ იცნობ.
10. მრავალი ხალხი შეიძვრება შენ გამო, შეძრწუნდებიან მათი მეფენი შენზე, როცა ხმალს მოვიქნევ მათ წინაშე და თითოეული თავისი სულის გამო იკანკალებს ყოველ წამს, შენი დაცემის დღეს.
11. რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: ბაბილონის მეფის მახვილი მოგწვდება შენ.

ამოსი 5
1. ისმინეთ ეს სიტყვა, რომელსაგ ვამბობ თქვენზე როგორც საგოდებელს, ისრაელის სახლო! =2.11.8.
16. რადგან ასე ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი: ყველა ქუჩაზე გლოვა იქნება და იტყვიან ყველა შუკაში: ვაი, ვაი! მოუხმობენ მიწათმოქმედს საგოდებლად და საგლოვად - მოტირალებს.

იონა 3
4. იარა იონამ ერთი დღე ქალაქში, ქადაგებდა და ამბობდა: კიდევ ორმოცი დღე და დაიქცევა ნინევე.
8. ჯვალო ატაროს კაცმაც და პირუტყვმაც, მთელი ძალით შეჰღაღადონ ღმერთს, დააგდონ ბოროტების გზა და ყველა ავი საქმე, რაშიც კი ხელი აქვთ გარეული.
9. ვინძლო კიდევ შეინანოს ღმერთმა, დაუცხრეს რისხვა და აღარ დავიღუპოთ!
10. შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა და შეინანა ღმერთმა, ბოროტის ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო.

მიქა 3
3. ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, ბოროტს ვიზრახავ ამ მოდგმაზე, რომლისგანაც ვერ გაითავისუფლებთ კისრებს და გამართულად ვერ ივლით, რადგან ავი დროება იქნება.

ზაქარია 14
12. აჰა, ეს იქნება წყლული, რომლითაც დასცემს უფალი ყველა ხალხს, რომლებმაც გამოილაშქრეს იერუსალიმზე; სხეულები მათი გაიხრწნება ჯერ კიდევ მათი ფეხზე დგომისას, თვალები მათი დალპება თავის ბუდეებში და ენები მათი გაიხრწნება მათ პირში.

2.11.8. Повествование о грядущей каре Господней
Исх.9,5.6 Лев.26,18 Иер.7,29; 9,8-11; 17,22; 18,10-17 Иез.26,15; 27,2; 28,21-24; 32,2-11 Ам.5,[1].16 Ион.3,4.8-10 Мих. 2,3 Зах.14,12