ამბოხების, ურჩების ძენი წინააღმდეგობის სულის რჩევით მოქმედებენ


საკვანძო მუხლები:

ესაია 30 : 1 ; ესაია 57 : 4 ; ლუკა 22 : 3 ; იოანე 8 : 44 ; იოანე 13 : 2 ; საქმენი მოციქულთა 5 : 3 ; 2კორინთელთა 4 : 4 ; ეფესელთა 2 : 2 ; ეფესელთა 5 : 6 ; კოლასელთა 3 : 6 ; გამოცხადება 3 : 9 ;
=3.51.9 ამბოხების, ურჩების ძენი წინააღმდეგობის სულის რჩევით მოქმედებენ

ეს.30,1,, 57,4 ლუკ.22,3.31 ინ.8,44,, 13,2.27 საქ.5,3,, 2კორ.4,4 ეფ.2,[2],, 5,6 კოლ.3,6 გმცხ.3,9

ბიბლიის მუხლები

ესაია 30
1. ვაი ამბოხებულ შვილებს, ამბობს უფალი, რჩევას რომ მიჰყვებიან, მაგრამ არა ჩემსას! ზრახვას რომ იზრახავენ, მაგრამ არა ჩემის სულისას, რათა ცოდვა მიუსართონ ცოდვას.

ესაია 57
4. ვის ამასხარავებთ, ვის წინააღმდეგ მოგიღიავებიათ პირი? ვისთვის გამოგიყვიათ ენა? განა ცოდვის შვილები არა ხართ თქვენ, სიცრუის თესლი?

ლუკა 22
3. შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი.
31. და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს.

იოანე 8
44. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.

იოანე 13
2. სერობის ჟამს, როცა ეშმაკს უკვე ჩაენერგა სიმონის იუდას, ისკარიოტელის გულში მისი გაცემა, 
27. ამ ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.

საქმენი მოციქულთა 5
3. მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?

2კორინთელთა 4
4. რომელთაც ღმერთმა დაუბნელა ურწმუნო გონი, რათა არ ბრწყინავდეს მათთვის ნათელი ქრისტეს დიდების სახარებისა, ქრისტესი, რომელიც არის ღვთის ხატი.

ეფესელთა 2
2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი; 

ეფესელთა 5
6. არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე.

კოლასელთა 3
6. მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე,

გამოცხადება 3
9 . აჰა, გადმოგცემ სატანის სინაგოგიდან მათ, ვინც იუდეველს უწოდებს თავის თავს და არ არის, არამედ ცრუობს. აჰა, ისე მოვაწყობ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენს ფერხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შეგიყვარე.

3.51.9.Непокорные сыны действующие по воле Князя Тьмы
ис.30,1,, 57,4 лук.22,3.31 иоан.8,44,, 13,2.27 деян.5,3,, 2кор.4,4 еф.2,[2],, 5,6 кол.3,6 Отк.3,9