შეიბით სულის მახვილი


საკვანძო მუხლები:

ესაია 49 : 2 ; მათე 4 : 4 ; ეფესელთა 6 : 17 ; ებრაელთა 4 : 12 ; გამოცხადება 2 : 16 ; გამოცხადება 12 : 11 ; გამოცხადება 19 : 15 ;
=3.49.14. შეიბით სულის მახვილი

ეს.49,2 მათ.4,4.7.10.11 ეფ.6,17 ებრ.4,12 გმცხ.2,16,, 12,11,, 19,15

ბიბლიის მუხლები

ესაია 49
2. გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა.

მათე 4
4. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა: დაწერილია: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ყოველი სიტყვით, რომელიც გამოდის ღმერთის პირიდან.
7. იესომ მიუგო: ესეც დაწერილია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.
10. მაშინ მიუგო მას იესომ: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.
11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. 

ეფესელთა 6
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.

ებრაელთა 4
12. რადგანაც ღვთის სიტყვა ცოცხალია, ქმედითი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, ასე რომ, თვით სამშვინველისა და სულის, სახსართა და ძვლის ტვინის გაყოფამდე აღწევს, და განიკითხავს გულის ზრახვებსა თუ აზრებს.

გამოცხადება 2
16. მაშ, შეინანე, არა და, მალე მოვალ შენთან და შევერკინები მათ ბაგეთა ჩემთა მახვილით.

გამოცხადება 12
11. იმძლავრეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს მათი სული, თვით სიკვდილამდე.

გამოცხადება 19
15. მისი პირიდან გამოდიოდა ბასრი მახვილი, რათა მოესრა წარმართნი, რკინის კვერთხით ემწყემსა ისინი და დაეწურა ყოვლისმპყრობელი ღვთის რისხვის მძვინვარე ღვინის საწნახელი.

3.49.14. Меч духа
Ис.49,2 Матф.4,4.7.11 Еф.6,17 Евр.4,12 Отк.2,16,, 12,11,, 19,15