ნუ იმარხულებთ თვალთმაქცურად სხვების დასანახად


საკვანძო მუხლები:

ესაია 58 : 3 ; ზაქარია 7 : 3 ; მალაქია 3 : 14 ; მათე 9 : 14 ; მარკოზი 2 : 18 ; ლუკა 18 : 12 ; მათე 6 : 18 ;
=3.38.1. ნუ იმარხულებთ თვალთმაქცურად სხვების დასანახად

- თვალთმაქცობაა შენი მარხვა, თუ მხოლოდ ტრადიციის გამო მარხულობ და არა ღმერთისთვის ზაქ.7,3-5 ლუკ.18,12

- თუ არასწორია მარხვაში გულის განწყობა ეს.58,3 მალ.3,14.15

- თუ მწუხარედ და მმარხველად უჩვენებ თავს მათ.6,[18]

- თუ სხვებს მიუთითებ, რომ შენსავით უნდა მარხულობდნენ მათ.9,14.15 მარ.2,18-20

ბიბლიის მუხლები

ესაია 58
3. რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ? რისთვის ვიტანჯავთ თავს, თუკი არ გვამჩნევ? აჰა, მარხვის დროს სიამეს ეძებთ და ყოველგვარ ჟინს იკლავთ.

ზაქარია 7
3. და ცაბაოთ უფლის სახლის მღვდლებისთვის და წინასწარმეტყველთათვის შესაკითხავად: ვიტირო მეხუთე თვეს და ვიმარხულო, როგორც უკვე მრავალი წელია ვიქცევიო?
4. იყო ცაბაოთ უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
5. უთხარი ქვეყნის მთელ ხალხს და მღვდლებს: როცა მარხულობდით და გლოვობდით მეხუთე და მეშვიდე თვეში ამ სამოცდაათი წლის მანძილზე, განა ჩემთვის მარხულობდით?

მალაქია 3
14. თქვენ ამბობთ: ფუჭია ღვთის მორჩილება, რას გვარგებსო მისი სამსახური და მწუხარედ სიარული ცაბაოთ უფლის წინაშე?
15. ბედნიერები არიან ამპარტავნებიო, აშენდნენ კიდეც ბოროტმოქმედნი, ღმერთიც კი გამოსცადეს და გადარჩნენო!

მათე 6
18. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.

მათე 9
14. მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?
15. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.

მარკოზი 2
18. იოანეს მოწაფეები და ფარისევლები მარხულობდნენ. მივიდნენ და უთხრეს მას: რატომ მარხულობენ იოანეს მოწაფეები და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არა?
19. ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება მარხულობდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? სანამდის სიძე გვერდითა ჰყავთ, ვერ იმარხულებენ.
20. დადგება დღე, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.

ლუკა 18
12. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.


3.38.1. Не поститесь ради лицемерия перед другими
Ис.58,3 Зах.7,3-5 Мал.3,14.15 Матф.6,[18]; 9,14.15 Мар.2,18-20 Лук.18,12