საუკუნო სიკვდილი


საკვანძო მუხლები:

ესაია 66 : 24 ; მათე 25 : 41 ; 2პეტრე 2 : 17 ; იუდა 1 : 13 ; 2თესალონიკელთა 1 : 9 ; გამოცხადება 20 : 14 ; გამოცხადება 21 : 3 ; დაბადება 3 : 3 ; იოანე 3 : 16 ; იოანე 5 : 29 ; 1თესალონიკელთა 1 : 10 ; გამოცხადება 2 : 11 ;
=2.16.4. საუკუნო სიკვდილი 

აღწერილია როგორც:
- მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება ეს.66,24
- საუკუნო მათ.25,41.46
- განკითხვის აღდგომა იოან.5,29
- მარადიული უკუნი 2პეტ.2,17
- ბნელეთის უკუნი იუდ.1,13
- ღვთის რისხვა 1თეს.1,10
- საუკუნო წარწყმედა 2თეს.1,[9]
- მეორე სიკვდილი გმცხ.20,14

ჭეშმარიტებანი მის შესახებ:
- ადამიანის შეცოდების შედეგი დაბ.3,3
- აღწერილია გარკვევით ლუკ.16,23-26
- განაშორებს ღმერთს 2თეს.1,9
- უკეთურთა ხვედრი მათ.25,41.46 გმცხ.21,8
- ქრისტეში ასცილდება მას იოან.3,16
- გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან გმცხ.2,11

ბიბლიის მუხლები

ესაია 66
24. გამოვლენ და იხილავენ ჩემი შემცოდე ხალხის გვამებს, რადგან მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. და შესაზიზღი იქნებიან ყოველი ხორციელისთვის. 

მათე 25
41. მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.
46. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო სიცოცხლეში.

2პეტრე 2
17. ესენი არიან უწყლო წყარონი, ქარიშხლით დევნილი ღრუბლები, რომელთათვისაც გამზადებულია მარადიული უკუნი.

იუდა 1
13. ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცთომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.

2თესალონიკელთა 1
9. ვინც სასჯელად მიიზღავს საუკუნო წარწყმედას უფლის სახისა და მისი ძალმოსილების დიდებისაგან,

გამოცხადება 20
14. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი.

გამოცხადება 21
8. მხდალთა და ურწმუნოთა, ბილწთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ცრუთა ხვედრი კი ტბაშია, ცეცხლითა და გოგირდით მოგიზგიზეში. და ეს არის მეორე სიკვდილი.

2.16.4. Вечный смерть
Быт.3,3 Ис.66,24 Матф.25,41.46 Ин.3,16; 5,29; 2Пет.2,17 Иуд.1,13; 1Фес.1,10; 2Фес.1,[9] Отк.2,11; 20,14; 21,8