რწმენის მთავარი (წინამძღვარი, მიზეზი) და აღმსრულებელი (სრულმყოფელი) - იესო ქრისტე


საკვანძო მუხლები:

ესაია 53 : 10 ; ლუკა 17 : 5 ; 1კორინთელთა 1 : 8 ; ებრაელთა 2 : 10 ; ებრაელთა 5 : 9 ; ებრაელთა 12 : 2 ; მათე 23 : 10 ;
=2.3.28. რწმენის მთავარი (წინამძღვარი, მიზეზი) და აღმსრულებელი (სრულმყოფელი) - იესო ქრისტე 

ეს.53,10-12 მათ.23,10 ლუკ.17,5; 1კორ.1,8 ებრ.2,10,, 5,9,, 12,[2] 

ბიბლიის მუხლები

ესაია 53
10. უფალმა ინება მისი ტანჯვა და სნება შეჰყარა. როცა გასწირავ მის სიცოცხლეს ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იხილავს იგი თავის ნაგრამს, გაუხანგრძლივდება დღეები, უფლის ნება მისი ხელით წარიმართება.
11. თავის სულისკვეთების ნაყოფს იხილავდა და დაამდებოდა; მისი სიბრძნით ბევრს გაამართლებს მართალი, ჩემი მორჩილთ, და სხვათა შეცოდებებს 
იტვირთავს.
12. ამიტომ მრავალში მივცემ მას წილს და ძლიერებთან ერთად გაინაწილებს ნადავლს, რადგან სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა; მრავალთა ცოდვები ჰქონდა გვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა.

მათე 23
10. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან ერთი გყავთ წინამძღვარი - ქრისტე.

ლუკა 17
5. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.

1კორინთელთა 1
8. ვინც განგამტკიცებთ ბოლომდე, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.

ებრაელთა 2
10. და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.

ებრაელთა 5
9. ასე რომ, სრულქმნილი, მისდამი მორჩილთ საუკუნო ხსნის მიზეზად ექმნა.

ებრაელთა 12
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.=2.3.28.

2.3.28. Начальник и Совершитель веры-Иисус
Ис.53,10-12 Матф.23,10 Лук.17,5,, 1Кор.1,8 Евр.2,10,, 5,9,, 12,[2]