სულის სიმხნევე, სიფხიზლე, ხორცის უძლურების დასაძლევად


საკვანძო მუხლები:

ესაია 26 : 8 ; მათე 26 : 41 ; მარკოზი 13 : 33 ; მარკოხი 14 : 38 ; ლუკა 21 : 36 ; ლუკა 22 : 46 ; 1პეტრე 4 : 7 ; 1პეტრე 5 : 8 ; რომაელთა 7 : 18 ; რომაელთა 8 : 3 ; 1კორინთელთა 16 : 13 ; გალატელთა 5 : 16 ; გამოცხადება 3 : 10 ; გამოცხადება 16 : 15 ;
1.3.16. სულის სიმხნევე, სიფხიზლე, ხორცის უძლურების დასაძლევად 

ეს.26.8.9; მათ.26,[41]; მარ.13,33; 14,38; ლუკ.21,36; 22,46; 1პეტ.4,7; 5,8; რომ.7,18; 8,3; 1კორ.16,13; გალ.5,16-18.24; გმცხ.3,10; 16,15

ბიბლიის მუხლები

ესაია 26
8. შენი სამსჯავროს გზაზედაც, უფალო, შენ გესავდით; შენს სახელს და შენს სახსენებელს ელტვოდა სული.
9. ჩემი სამშვინველი გნატრობდა ღამღამობით, ჩემი სული გეძებდა ჩემს გულში დილით; რადგან, როდესაც მსჯავრს სდებდი ქვეყანას, სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს.

მათე 26
41. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში: სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.=1.3.16. 

მარკოზი 13
33. ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი.

მარკოზი 14
38. იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში; სული მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური.

ლუკა 21
36. მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.

ლუკა 22
46. უთხრა მათ: რად გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში. 

1პეტრე 4
7. თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული; მაშ, იყავით გონიერნი და ლოცვებისთვის იფხიზლეთ.

1პეტრე 5
8. იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და მსხვერპლს დაეძებს.

რომაელთა 7
18. რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში.

რომაელთა 8
3. რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.

1კორინთელთა 16
13. იფხიზლეთ, მტკიცედ იდექით რწმენით, მხნედ იყავით და გაძლიერდით. 

გალატელთა 5
16. ჰოდა, მე ვამბობ: სელიერად იარეთ და ნუ ცდილობთ აღასრულოთ ხორცის სურვილი,
17. რადგან ხორცს სულის საპირისპიროდ სურს, სულს კი - ხორცის საპირისპიროდ; ისინი ერთმანეთს ეურჩებიან, რათა ვერ აღასრულოთ ის, რაცა გსურთ.
18. თუ სულით იარებით, რჯულის ქვეშ აღარა ხართ.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.

გამოცხადება 3
10. რაკიღა დაიცავი სიტყვა ჩემი მოთმინებისა, მეც დაგიცავ განსაცდლის ჟამს, რომელიც მოიწევა მთელს ქვეყანაზე მიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.

გამოცხადება 16
15. აჰა, მოვალ, როგორც მპარავი: ნეტა მას, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშვლად არ იაროს და არ იხილონ მისი სირცხვილი.

__თემაზე წერდნენ__
*** 
სულით ნუ დაეცემი და სასოს ნუ წარიკვეთ, თუ შენს მოქმედებაში მთლად ვერ ჩაატიე იმდენი სიკეთე, რამდენიც გსურდა, თუ სიმაღლიდან ჩამოვარდი, ეცადე ისევ ამაღლდე... და ხალისით, შეგნებულად დაბრუნდე უკან შენს საწყისებთან. 
__ მარკუს ავრელიუსი __

1.3.16. Трезвость, бодрствование духа, преодоление немощи плоти
Ис.26,8.9 Матф.26,[41] Мар.13,33,, 14,38 Лук.21,36,, 22,46,, 1Пет.4,7,, 5,8 Рим.7,18,, 8,3,, 1Кор.16,13 Гал.5,16-18.24 Отк.3,10,, 16,15