ღვთის ქმნილება სრულყოფილია (სრულქმნილია)

საკვანძო მუხლები:

დაბადება 1 : 10 ; მეორე რჯული 32 : 4 ; ფსალმუნები 103 : 31 ; ეკლესიასტე 3 : 14 ;
2.2.73 ღვთის ქმნილება სრულყოფილია (სრულქმნილია)

დაბ.1,[10].31 რჯ.32,[4] ეკლ.3,14 ზირ.16,27

- იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით ფს.103,31

ბიბლიის მუხლები

დაბადება 1
10. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.
31. დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.

მეორე რჯული 32
4. კლდეა იგი, სრულყოფილია მისი ქმნილება, რადგან სამართლიანია მისი ყოველი გზა. ჭეშმარიტებაა ღმერთი, არა სიცრუე; მართალი და წრფელია იგი.

ფსალმუნი 103
31. იყოს დიდება უფლისა უკუნისამდე, იხარებდეს უფალი თავისი ნამოქმედარით.

ეკლესიასტე 3
14. ვუწყი ისიც, რომ ყოველივე, ღვთის მიერ ქმნილი, იარსებებს უკუნისამდე; არც დამატება სჭირდება რამის, არც გამოკლება. ასე ქმნა ღმერთმა, მის წინაშე შიში რომ ჰქონდეთ.

ზირაქი 16
27. საუკუნოდ მოაწესრიგა თავისი საქმენი და მათი ხელმწიფება თაობათა მიმართ. არც სწყურიათ და არც იღლებიან, არც სწყვეტენ თავის მოქმედებას.