ყველა დარჩეს იმად, რადაცაა ხმობილი ქრისტეში


საკვანძო მუხლები:

იგავნი 27 : 8 ; ლუკა 3 : 10 ; 1კორინთელთა 7 : 17 ; მარკოზი 5 : 18 ; ლუკა 8 : 38 ;
=3.40.25. ყველა დარჩეს იმად, რადაცაა ხმობილი ქრისტეში

- დარჩეს თავის ადგილზე იგავ.27,8; 1კორ.7,17
- ქრისტეს მიღების შემდეგ დარჩეს თავისიანებთან და ახაროს მათ, აუწყოს როგორ შეეწია უფალი, ეს იქნება მისი ღმერთისადმი სამსახური და გაყოლა მარ.5,18-21 ლუკ.8,38-40 
- დარჩნენ მქონებელნი - არამქონეებად და მოწყალენი იყვნენ ლუკ.3,10.11; 1კორ.7,30.31
- საქმიანობის არშეცვლა და შრომა პატიოსნად ლუკ.3,12-14; 1კორ.7,21-24
- წინადაცვეთილი წინადაცვეთილად, წინადაუცვეთავი წინადაუცვეთავად 1კორ.7,18-[20]
- გასაჭირში მყოფნი, როგორც უცრემლონი, მოხარულნი - როგორც გაუხარელნი 1კორ.7,30

ბიბლიის მუხლები

იგავნი 27
8. რაღა ბუდიდან აბორიალებული ფრინველი და რაღა თავისი ადგილიდან აბორიალებული კაცი.

ლუკა 3
10. ეკითხებოდა ხალხი: მაშ, რაღა ვქნათო?
11. მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს.
12. მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას: მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ?
13. მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს.
14. მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას.

1კორინთელთა 7
17 . თითოეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თითოეული - როგორც უფალმა მოუწოდა. ასე ვუწესებ ყოველ ეკლესიას.
18. წინადაცვეთილად იხმო ვინმე? ნუ დამალავს თავის წინადაცვეთილობას. წინადაუცვეთლად იხმო ვინმე? ნუ წინადაიცვეთს.
19. წინადაცვეთილობაც არაფერია და წინადაუცვეთელობაც; მხოლოდ ღვთის მცნებათა დაცვაა ყველაფერი.
20. ყველა დარჩეს იმად, რადაც იქნა ხმობილი. 
21. მონად ხარ ხმობილი? ნუ სწუხარ. მაგრამ თუ შეგიძლია მოიპოვო თავისუფლება, უმალვე ისარგებლე ამით.
22. რადგანაც უფლის მიერ მონად ხმობილი აზატია უფლისა, ისევე, როგორც თავისუფლად ხმობილი - ქრისტეს მონაა.
23. სასყიდლითა ხართ ნაყიდნი და ნუ იქცევით კაცთა მონებად.
24. ვინც რა წოდებით არის ხმობილი, იმადვე დარჩეს, ძმანო, ღვთის წინაშე.
30. თვალცრემლიანნი - როგორც უცრემლონი; მოხარულნი - როგორც გაუხარელნი და მქონენი - როგორც არას მქონენი;
31. ამ ქვეყნით მოსარგებლენი კი - როგორც მოზარალენი, ვინაიდან წარმავალია საწუთროს ხატი.


3.40.25. Всем остатся тем, кем призвани во Христе
Пр.27,8 Мар.5,18-21 Лук.3,10-14; 8,38-40; 1Кор.7,17-24.30.31