ნუ ვიქნებით პირველობის მოყვარენი


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 74 : 5 ; მათე 20 : 25 ; მარკოზი 9 : 33 ; ლუკა 14 : 10 ; ლუკა 18 : 14 ; იაკობი 4 : 6 ; ფილიპელთა 2 : 3 ; მარკოზი 10 : 44 ;
=4.5.8. ნუ ვიქნებით პირველობის მოყვარენი

ფს.74,5-8 მათ.20,25-28 მარ.9,33-[35]; 10,44 ლუკ.14,10.11; 18,14 იაკ.4,6 ფლპ.2,3

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 74
5. ვუთხარი სულელებს: ნუ მოჰყვებით ქედმაღლობას,
6. ნუ მოჰყვებით მეტისმეტ ქედმაღლობას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნულად.
7. რადგან არც აღმოსავლეთიდან და არც დასავლეთიდან, და არც უდაბნოდანაა მთები.
8. ვინაიდან ღმერთი განსჯის: ერთს დაამდაბლებს და მეორეს აღამაღლებს.

მათე 20
25. ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ.
26. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს.
27. და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.
28. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული. 

მარკოზი 9
33. მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში?
34. ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო.
35. მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური.

მარკოზი 10
44. და ვინც თქვენში მოისურვებს პირველობას, ის იყოს ყველას მონა.

ლუკა 14
10. ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში.
11. რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.

ლუკა 18
14. გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.

იაკობი 4
6. მაგრამ მით უფრო მეტ მადლს იძლევა. ამიტომაც თქმულა: „ქედმაღალთ მუსრავს ღმერთი, მდაბალთ კი მადლით მოსავს“.

ფილიპელთა 2
3. ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ, ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს.

4.5.8. Нe будьте любителями первенства
Пс.74,5-8 Матф.20,25-28 Мар.9,33-[35]; 10,44 Лук.14,10.11; 18,14 Иак.4,6 Флп.2,3