ყველა მონანიებული ცოდვა ნაპატიებია უფლის მორწმუნისთვის


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 102 : 12 ; ესაია 43 : 25 ; ესაია 44 : 22 ; იერემია 50 : 20 ; მიქა 7 : 18 ; საქმენი მოციქულთა 10 : 43 ; საქმენი მოციქულთა 26 : 18 ; 1იოანე 1 : 7 ; ებრაელთა 10 : 2 ;
3.48.14. ყველა მონანიებული ცოდვა ნაპატიებია უფლის მორწმუნისთვის და მოცილებულია, როგორც დასავლეთი და აღმოსავლეთი

ფს.102,12 ეს.43,25,, 44,22 იერ.50,20 მიქ.7,18 საქ.10,43,, 26,18,, 1ინ.1,7 ებრ.10,2.17

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 102
12. როგორც დაცილებულია აღმოსავლეთი დასავლეთისგან, ისე გაგვაშორა მან დანაშაული ჩვენი.

ესაია 43
25. მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი.

ესაია 44
22. ნისლივით წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით - შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.

იერემია 50
20. იმ დღეებში და იმხანად, ამბობს უფალი, მოიკითხება ისრაელის ბრალი და აღარ იქნება; იუდას - ცოდვა და არ აღმოჩნდება, რადგან ყველას ვაპატიებ, ვისაც კი დავარჩენ.

მიქა 7
18. რომელ ღმერთს მოუთმენია შენს გარდა უკეთურება და უპატიებია ცოდვა თავისი სამკვიდროს ნატამალისთვის? ის არ მრისხანებს სამუდამოდ, რადგან წყალობის მოყვარულია.

საქმენი მოციქულთა 10
43 მასზე ყველა წინასწარმეტყველი ამოწმებს, რომ ყოველი მისი მორწმუნე მისი სახელით მიიღებს ცოდვების მიტევებას.

საქმენი მოციქულთა 26
18. იმისათვის, რომ თვალი აუხილო მათ, რათა სიბნელიდან - სინათლის, სატანის ხელმწიფებიდან კი ღვთისკენ მოიქცნენ და, ამრიგად, ჩემდამი რწმენით, მიიღონ ცოდვათა მიტევება და წილი განწმედილთა შორის.

1იოანე 1
7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.

ებრაელთა 10
2. ასე რომ არა, ვინღა შესწირავდა მსხვერპლს, რადგანაც ერთხელ განწმედილთ წარმოდგენაც აღარ ექნებოდათ, რა არის ცოდვა.
17. აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს და ურჯულოებას“.

__თემაზე წერდნენ__
***
არ არსებობს მიუტევებელი ცოდვები, გარდა მოინანიებელი ცოდვებისა.
__ წმ. ისააკ ასური __

***
ზღვაში ჩაგდებული ქვა უმალ გაუჩინარდება და ვეღარავინ დაინახავს მას. ასევე ჩვენი ცოდვებიც ჩაიძირება ღმერთის უსაზღვრო მოწყალების უფსკრულში და სრულიად განქარდება ზეციური მართლმსაჯულების თვალისთვის, ოღონდ კი გულწრფელად მოვინანიოთ ისინი.
__ წმ. ეფრემ ასური __

***
ყველანაირ ცოდვას მოგვიტევებს თუ არა უფალი? – ჟურნალისტი მაია კახიძე.
არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღმერთის კაცთმოყვარეობას აღემატება. ამიტომ, როგორი მომაკვდინებელი ცოდვაც უნდა გვქონდეს, თუ ჭეშმარიტი სინანული გვექნება, უფალი აუცილებლად შეგვინდობს.
__ საქართველოს ექსგენ.პროკურორი ვახტანგ რაზმაძე __