რწმენაში განმტკიცების, გაძლიერების, მყარად დგომის სათხოვარი


საკვანძო მუხლები:

1მეფეთა 2 : 9 ; ფსალმუნები 16 : 5 ; ფსალმუნები 17 : 33 ; ფსალმუნები 93 : 18 ; ფსალმუნები 118 : 133 ; ფსალმუნები 120 : 3 ; იერემია 10 : 23 ; ლუკა 17 : 5 ; ფილიპელთა 4 : 13 ; 2თესალონიკელთა 1 : 3 ; ებრაელთა 12 : 2 ;
=3.16.8. რწმენაში განმტკიცების, გაძლიერების, მყარად დგომის სათხოვარი 

1მფ.2,9 ფს.16,[5]; 17,33-37; 93,18; 118,133; 120,3 იერ.10,23 ლუკ.17,[5] ფლპ.4,13; 2თეს.1,3 ებრ.12,2

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 2
9. თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.

ფსალმუნი 16
5. გაამაგრე ჩემი ნაბიჯები შენს გზაზე, დაე, არ გადაუხვიონ ჩემმა ტერფებმა.

ფსალმუნი 17
33. ღმერთი მიმატებს ძალას და სწორ გზას მაძლევს.
34. ჩემს ფეხებს ირმისას ამსგავსებს და ჩემს სიმაღლეებზე მაყენებს.
35. ომს ასწავლის ჩემს ხელებს და რვალის მშვილდს ადრეკინებს ჩემს მკლავებს.
36. მომეცი ფარი შენი ხსნისა და შემეწიე შენი მარჯვენით. და განმადიდე შენი წყალობით.
37. გამიფართოვე ნაბიჯი ჩემს ქვეშ და ჩემი კანჭები აღარ წაბორძიკებულან.

ფსალმუნი 93
18. თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.

ფსალმუნი 118
133. ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს.

ფსალმუნი 120
3. არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.

იერემია 10
23. ვიცი, უფალო, რომ ადამიანის ნებაზე არ არის მისი გზა, რომ მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს.

ლუკა 17
5. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.

ფილიპელთა 4
13. ყველაფერი შემიძლია ჩემს განმამტკიცებელ ქრისტეში.

2თესალონიკელთა 1
3. მოვალენი ვართ, ძმანო, მარადჟამ ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, როგორც ჯერ-არს, ვინაიდან უმეტესად იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება ყოველი თქვენგანის სიყვარული ერთურთის მიმართ.

ებრაელთა 12
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

3.16.8. Просьба об укреплении в вере
1цар.2,9 Пс.16,[5]; 17,33-37; 93,18; 118,133; 120,3 Иер.10,23 Лук.17,[5] Флп.4,13; 2Фес.1,3 Евр.12,2