ჯოჯოხეთს, სიკვდილს შედარებულია უკიდურესი გაჭირვება და განსაცდელი


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 17 : 5 ; ფსალმუნები 87 : 4 ; ესაია 38 : 10 ; ზირაქი 51 : 1 ;
=2.16.9. ჯოჯოხეთს, სიკვდილს შედარებულია უკიდურესი გაჭირვება და განსაცდელი 

ფს.17,5.[6],, 87,4-7 ზირ.51,9 ეს.38,10-15

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 17
5. გარს შემომერტყა სიკვდილის ხვია და შემაძრწუნეს ნაკადებმა უკუღმართებმა.
6. შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.

ფსალმუნი 87
4. რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.
5. შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
6. მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.
7. მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.

ზირაქი 51
9. და აღვამაღლე მიწიდან ჩემი ვედრება და სიკვდილისგან დახსნა შეგთხოვე.

ესაია 38
10. ვიფიქრე, შავეთის ბჭეებს მივადექი-მეთქი ჩემი ცხოვრების შუაძალზე, წამერთვა-მეთქი დარჩომილი წლები;
11. ვიფიქრე, ვერ ვიხილავ-მეთქი უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაზე, ვეღარ ვნახავ-მეთქი ადამიანს წუთისოფლის მცხოვრებთა შორის;
12. აიყარა-მეთქი ჩემი ყოფა და გამეცალა, როგორც მწყემსის კარავი; დავახვიე-მეთქი ჩემი სიცოცხლის ძაფი და, აჰა, ძირში მომკვეთს-მეთქი. დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.
13. დილამდე ველოდი, რომ ლომივით შემიმუსრავდა ძვლებს; დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდი.
14. როგორც წერო, როგორც მერცხალი, ისე ვჭყიოდი. მტრედივით მოვთქვამდი; თვალები მაღლა მქონდა აპყრობილი: უფალო, გამიჭირდა, მიშველე-მეთქი!
15. რა მეთქმის? მითხრა და აასრულა: სულგამწარებული გავათრევ ჩემს წლებს.



2.16.9. Сравнение смерти с адом и крайним испытанием
Пс.17,[6],, 87,4 Ис.38,10-15 Сирах.51,9