ათასწლოვანი მეფობა

საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 72 : 20 ;
2.13.18. ათასწლოვანი მეფობა

- იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას შეპყრობილ იქნება სატანა ათასი წლით ინ.12,31 რომ.16,20 გმცხ.20,1-3

- აღდგებიან განსვენებულნი ქრისტეში და ცოცხლად დარჩენილებთან ერთად ატაცებულ იქნებიან, რათა იმეფონ ათასი წელი ქრისტესთან ერთად ინ.5,28.29; 12,32; 1კორ.15,22.23; 1თეს.4,16.17 გმცხ.20,4.6

- ათასწლოვანი მეფობის შემდეგ წმიდები ქრისტესთან ერთად ბრუნდებიან მიწაზე. ამ დროს ცოტა ხნით თავს დაიხსნის სატანა, რათა აცდუნოს დანარჩენი მკვდრები, რომლებიც არ აღმდგარან პირველი აღდგომის დროს, მათთვის ეს იქნება განკითხვის აღდგომა, მეორე სიკვდილი. ისინი სატანასთან ერთად ილაშქრებენ იერუსალიმის წინააღმდეგ და განადგურებულ იქნებიან ცეცხლით უფლის მიერ ფს.72,20 ზაქ.14,1-5 ინ.5,29; 2პეტ.3,7; 2თეს.1,7-9 გმცხ.20,5-15 

დაე, ვიქცეოდეთ უფლისთვის სათნოდ, რათა ღმერთმა ღირსგვყოს პირველ აღდგომაში გვქონდეს წილი! უფალმა დაგვიფაროს გაგვეღვიძოს მტრის ბანაკში და მეორე სიკვდილი ვიგემოთ...