1 .
ირგვლივ ბოროტნი მიმოდიან, რაკი ამაღლდნენ უღირსები კაცთა მოდგმიდან.
2 .
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. როდემდე დამივიწყებ, უფალო, სამუდამოდ? როდემდე იქნები პირმიქცეული ჩემგან?
3 .
როდემდე ვინახო ზრახვანი ჩემს სულში, ნაღველი ჩემს გულში ყოველდღიურად? როდემდე აღზევდება მტერი ჩემზე?
4 .
მომხედე, მიპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო! მოჰფინე სინათლე ჩემს თვალებს, რომ არ დავიძინო სასიკვდილოდ.
5 .
თორემ იტყვის ჩემი მოძულე: „დავძლიე იგი“. გაიხარებენ ჩემი მტრები, თუ წავბორძიკდი.
6 .
ხოლო მე შენი წყალობის იმედი მაქვს, შენი შველით იხარებს ჩემი გული; ვუგალობებ უფალს, ჩემს კეთილისმყოფელს.