სატანის აღსასრული


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 36 : 10 ; ესაია 14 : 11 ; ესაია 25 : 8 ; ეზეკიელი 28 : 19 ; რომაელთა 16 : 20 ; ებრაელთა 2 : 14 ; მარკოზი 3 : 26 ; გამოცხადება 20 : 10 ;
=2.10.2. სატანის აღსასრული 

ფს.36,10 ეს.14,11-19; 25,8 ეზ.28,[19] მარ.3,26 რომ.16,20 ებრ.2,14 36 გმცხ.20,10

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 36
10. კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი, დაუკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი.

ესაია 14
11. შავეთს ჩაინთქა შენი დიდება, შენი ქნარების ხმა; ქვეშ მატლი გიგია, და ზედ ჭიაღუა გახურავს.
12. როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! 
13. გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე.
14. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო!
15. მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში.
16. შენი შემხედვარი მოგაშტერდება, ჩაფიქრდება: ეს ის კაცია, მიწას რომ არყევდა, სამეფოებს რომ აზანზარებდა?
17. ქვეყანას რომ უდაბნოდ აქცევდა, ქალაქებს ანგრევდა და თავის ტყვეებს შინ არ აბრუნებდა?
18. ხალხთა ყოველი მეფე, ყველანი დიდებაში განისვენებენ, თავთავის სახლებში.
19. შენ კი უსაფლავოდ გდიხარ, როგორც საძულველი, უდროული ნაშობი, როგორც დახოცილთა, მახვილით განგმირულთა სამოსელი, ქვიან ორმოში ჩაგდებული, როგორც გათელილი გვამი.

ესაია 25
8. შთანთქავს სიკვდილს სამუდამოდ და მოსწმედს ცრემლს უფალი ღმერთი ყოველ პირისახეს, წარხოცავს თავისი ერის სირცხვილს მთელი ქვეყნიდან, რადგან უფალმა ბრძანა.

ეზეკიელი 28
19. ყოველი შენი მცნობელი ხალხებში შეძრწუნდება შენს გამო, არარაობად იქცევი და აღარ იქნები უკუნისამდე.

მარკოზი 3
26. და თუ სატანა საკუთარ თავს აღუდგება წინ და დაიყოფა, ვეღარ გაძლებს და აღსასრული დაუდგება.

რომაელთა 16
20. ხოლო ღმერთი მშვიდობისა მალე შემუსრავს სატანას თქვენს ფეხქვეშ. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენთან. ამინ.

ებრაელთა 2
14. და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, 

გამოცხადება 20
10. ხოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.

2.10.2. Кончина сатаны
Пс.36,10 Ис.14,11-19; 25,8 Иез.28,[19] Мар.3,26 Рим.16,20 Евр.2,14 Отк.20,10