ანგელოზები, მისი სიტყვის შემსრულებელნი, მორჩილნი, ღვთის მონას უწოდებენ თავს


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 102 : 20 ; დანიელი 7 : 10 ; მათე 4 : 11 ; ლუკა 1 : 19 ; ებრაელთა 1 : 14 ; გამოცხადება 19 : 10 ; გამოცხადება 22 : 9 ;
=2.6.5. ანგელოზები, მისი სიტყვის შემსრულებელნი, მორჩილნი, ღვთის მონას უწოდებენ თავს

ფს.102,[20].21 დან.7,10 მათ.4,11 ლუკ.1,19 ებრ.1,14 გმცხ.19,5.[10]; 22,9

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 102
20. ადიდეთ უფალი, ანგელოზნო მისნო; ძალით ძლიერნი, მისი სიტყვის შემსრულებელნი, ემორჩილებიან მის ნათქვამს. 
21. ადიდეთ უფალი, ყოველნო სპანო მისნო, მსახურნო მისნო, მისი ნების შემსრულებელნო. 

დანიელი 7
10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები. 

მათე 1
11. მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. 

ლუკა 1
19. მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: მე ვარ გაბრიელი, ღმრთის წინაშე მდგომელი, და მოვლინებუღი ვარ, რათა გითხრა და გახარო ეს. 

ებრაელთა 1
14. განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე? 

გამოცხადება 19
5. და გამოვიდა ხმა ტახტით, რომელმაც თქვა: აქებდეთ ჩვენს ღმერთს ყოველი მონა მისი და მოშიში მისი, მცირე თუ დიდი.
10. ფეხქვეშ ჩავუვარდი, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას; თანამონა ვარ შენი და შენი ძმებისა, რომლებსაც აქვთ მოწმობა იესოსი. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი, რადგანაც იესოს მოწმობა არის წინასწარმეტყველების სული.

გამოცხადება 22
9. მაგრამ მან მითხრა: ნუ იზამ ამას, რადგანაც მე შენი, შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი თანა-მონა ვარ, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. მე კი არა, ღმერთს ეცი თაყვანი.

2.6.5. Исполняющие слово Его, повинующиеся рабы Его
Пс.102,[20].21 Дан.7,10 Матф.4,11 Лук.1,19 Евр.1,14 Отк.19,5.[10]; 22,9