ღმერთი - იესო ქრისტე


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 109 : 1 ; ესაია 9 : 6 ; მათე 1 : 23 ; მარკოზი 2 : 7 ; მარკოზი 12 : 36 ; ლუკა 5 : 21 ; იოანე 1 : 1 ; იოანე 5 : 18 ; იოანე 8 : 58 ; იოანე 9 : 38 ; იოანე 10 : 30 ; იოანე 20 : 28 ; საქმენი მოციქულთა 7 : 59 ; ფილიპელთა 2 : 6 ; კოლასელთა 1 : 15 ; 1ტიმოთე 3 : 16 ;
2.3.9. ღმერთი - იესო ქრისტე 

ფს.109,1 ეს.9,5 მათ.1,23; მარ.2,7; 12,36.37; ლუკ.5,21 ინ.1,1; 5,18; 8,58; 9,38; 10,30; 20,28 საქ.7,59; ფლპ.2,6 კოლ.1,15; 1ტიმ.3,16

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 109
1. დავითის ფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.

ესაია 9
6. რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.

მათე 1
23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი.

მარკოზი 2
7. ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?

მარკოზი 12
36. რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს.
37. ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას.

ლუკა 5
21. ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?

იოანე 1
1. დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.

იოანე 5
18. მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს.

იოანე 8
58. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ.

იოანე 9
38. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას.

იოანე 10
30. მე და მამა ერთი ვართ.

იოანე 20
28. მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!

საქმენი მოციქულთა 7
59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.

ფილიპელთა 2
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.

კოლასელთა 1
15. ვინც არის ხატი უხილავი ღვთისა, ყველა ქმნილებაზე უწინარესი,

1ტიმოთე 3
16. უცილობლად დიდია ღეთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის 
და ამაღლდა დიდებით.

__თემაზე წერდნენ__
*** 
ღმერთ ეწოდა, ვითარცა თქვა ნეტარმან იოვანე მახარებელმან, ვითარმედ "ღმერთი იყო სიტყვაჲ იგი და ყოველივე მის მიერ შეიქმნა, რაოდენი - რაჲ იქმნა". 
__იოვანე საბანისძე "ჰაბოს წამება"__