საფუძველი ჩვენი რწმენისა, ლოდი საკიდური, კუთხის ქვა - იესო ქრისტე


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 117 : 22 ; ესაია 28 : 16 ; ზაქარია 3 : 9 ; მათე 16 : 18 ; მათე 21 : 42 ; მარკოზი 12 : 10 ; ლუკა 20 : 17 ; საქმენი მოციქულთა 4 : 11 ; 1პეტრე 2 : 4 ; რომაელთა 9 : 32 ; 1კორინთელთა 3 : 10 ; ეფესელთა 2 : 19 ; ზაქარია 4 : 7 ;
2.3.7. საფუძველი ჩვენი რწმენისა, ლოდი საკიდური, კუთხის ქვა - იესო ქრისტე 

ფს.117,22 ეს.28,16 ზაქ.3,9; 4,7 მათ.16,18; 21,[42] მარ.12,10 ლუკ.20,17.18 საქ.4,11; 1პეტ.2,4-7 რომ.9,32.33; 1კორ.3,10-14 ეფ.2,19-22

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 117
22. ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გახდა.

ესაია 28
16. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება.

ზაქარია 3
9. რადგან, აჰა, ის ქვა, რომელიც დავდევი იესოს წინ: შვიდი თვალია ამ ერთ ქვაზე; აჰა, ამოვკვეთავ მასზე ამოსაკვეთელს, ამბობს ცაბაოთ უფალი, და ერთ დღეში წარვხოცავ ამ ქვეყნის ცოდვებს.

ზაქარია 4
7. რა ხარ, დიადო მთაო? ზერუბაბელის წინაშე გასწორდები და გამოიღებს იგი ქვაკუთხედს ტაძრისთვის შეძახილით: მადლი, მადლისა წილ!

მათე 16
18. და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. 

მათე 21
42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.

მარკოზი 12
10. ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?

ლუკა 20
17. იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი: ქვა, რომეღიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
18. ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.

საქმე მოციქულთა 4
11. ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა.

1პეტრე 2
4. რომელსაც მიეახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან უარყოფილს, ღვთის მიერ კი რჩეულსა და ფასდაუდებელს.
5. როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.
6. რადგანაც წერილი ამბობს: „აჰა, მე დავდებ სიონში ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.
7. ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცთური“

რომაელთა 9
32. რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ეძებდნენ, არამედ საქმეთა მიერ, და შებრკოლების ლოდზე წაიბორძიკეს.
33. როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცთურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“. 

1კორინთელთა 3
10. მე, ჩემთვის ბოძებული ღვთის მადლით, როგორც ბრძენმა ხუროთმოძღვარმა, საძირკველი დავდე, სხვა კი აშენებს მასზე, მაგრამ ყველამ უყუროს, როგორ აშენებს.
11. რადგან ვერავინ დადებს სხვა საძირკველს, გარდა უკვე დადებულისა, რომელიც არის იესო ქრისტე.
12. ხოლო ვინ რას აშენებს ამ საძირკველზე - ოქროს, ვერცხლს, პატიოსან თვლებს, შეშას, თივას თუ ჩალას, -
13. თვითეულის საქმე გამომჟღავნდება, რადგანაც ცხადყოფს დღე; ვინაიდან ცეცხლით მჟღავნდება და ცეცხლითვე გამოიცდება, ვინ რას აკეთებს.
14. ვისი საქმეც გაუძლებს, მშენებელს საზღაური ელის.

ეფესელთა 2
19. ასე რომ, აღარც უცხონი ხართ და აღარც ხიზნები, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი;
20. მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე დაფუძნებულნი, რომლის ქვაკუთხედია თვით იესო ქრისტე,
21. რომელზედაც მთელი შენობა, მწყობრად ნაგები, წმიდა ტაძრად აღიმართება უფალში,
22. და რომელსაც თქვენც დაეფუძნებით, რათა იყოთ ღვთის სავანე სულით.

__თემაზე წერდნენ__
*** 
ლოდ საკიდურ ეწოდა წინაჲსწარმეტყველისა მიერ, რამეთუ ესე არს, რომელი იგი - შეურაცხ და განგდებულ იქმნა მღვდელთმოძღვართა მათგან და მწიგნობართა ნათესავისა ჰურიათაჲსა იერუსალემს, არამედ ესე თავ ყოველთა ცის კიდეთა იქმნა. 
__ იოვანე საბანისძე "ჰაბოს წამება" __

2.3.7. Краеугольный камень нашей веры -Иисус Христос
Пс.117,22 Ис.28,16 Зах.3,9; 4,7 Матф.16,18,, 21,[42] Мар.12,10 Лук.20,17.18 Деян.4,11,, 1Пет.2,4-7,, Рим.9,32.33,, 1Кор.3,10-12 Еф.2,19-22