ხსნა ნაბოძებია მადლით ქრისტეს მსხვერპლის წყალობით


საკვანძო მუხლები:

ფსალმუნები 3 : 8 ; ფსალმუნები 129 : 8 ; ესაია 53 : 4 ; იერემია 33 : 16 ; მათე 1 : 21 ; საქმენი მოციქულთა 3 : 26 ; საქმენი მოციქულთა 4 : 12 ; საქმენი მოციქულთა 5 : 31 ; საქმენი მოციქულთა 13 : 38 ; 1იოანე 1 : 7 ; 1იოანე 2 : 1 ; 1იოანე 3 : 5 ; რომაელთა 3 : 24 ; 2კორინთელთა 5 : 21 ; 2კორინთელთა 8 : 9 ; გალატელთა 4 : 5 ; ებრაელთა 9 : 26 ; სიბრძნე სოლომონისა 16 : 1 ; ფსალმუნები 39 : 6 ; ეფესელთა 5 : 2 ; ებრაელთა 5 : 1 ; ებრაელთა 7 : 27 ; ებრაელთა 10 : 5 ;
=2.3.6. ხსნა ნაბოძებია მადლით ქრისტეს მსხვერპლის წყალობით

- ნაწინასწარმეტყველებია ფს. 3[8]; 39,6-10; 129,8; სიბრ.16,7; ეს. 53,4-6; იერ.33,16
- მომზადებულია მათ. 1,[21]; საქ. 3,26; ებრ.5,1-10
- ნაუწყებია ებრ.10,5-9
- გვიხსნის, გვწმენდს საქ.4,12; 5,31; 13,38.39; 1ინ. 1,7; 2,1.2; 3,5; რომ.3,24.25; 2კორ. 5,21; 8,9 გალ. 4,4.5 ებრ.9,14.26
- თვითონ ებრ.7,27
- აღსრულდა ებრ.10,11-14
- ღირსია ქების ეფ.5,2

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 3
8. უფლისაგან არის ხსნა და ქენი კურთხევა შენს ერზე. სელა.

ფსალმუნი 39
6. მსხვერპლი და შესაწირი არ ისურვე, მაგრამ სასმენელი გამიხსენი; ცოდვის მსხვერპლი და სრულადდასაწველი არ მოგითხოვია;
7. მაშინ ვთქვი - აჰა, მოვდივარ, როგორც გრაგნილში წერია ჩემზე.
8. შენი ნების აღსრულება მწადია ღმერთო და რჯული შენი ჩემს გულშია.
9. შენი სამართალი გამოვუცხადე დიდ კრებულს; აჰა, ბაგე ჩემი არ მომიკუმავს უფალო, შენ უწყი.
10. გულში არ დამიფარავს შენი სიმართლე, შენს ერთგულებასა და შენმიერ ხსნაზე ვლაპარაკობდი, არ დამიმალავს დიდ კრებულში შენი წყალობა და ჭეშმარიტება.

ფსალმუნი 129
8. და ის დაიხსნის ისრაელს ყველა ბრალისაგან.

სიბრძნე სოლომონისა 16
7. რადგან მოქცეული გადარჩა არა იმით, რასაც შეჰყურებდა, არამედ შენით, ყოველთა მხსნელო.

ესაია 53
4. ნამდვილად კი, მან იკისრა ჩვენი სნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი; ჩვენ კი გვეგონა, ღვთისგან იყო ნაცემ-ნაგვემი და დამცირებული.
5. მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.
6. ყველანი ცხვრებივით დავეხეტებოდით, თითოეული ჩვენ-ჩვენ გზას ვადექით, უფალმა კი მას შეჰყარა ყოველი ჩვენგანის უკეთურება.

იერემია 33
16. იმ ხანებში თავს დაიხსნის იუდა და საიმედოდ დამკვიდრდება იერუსალიმი და ეს იქნება მისი სახელი: უფალი ხსნაა ჩვენი.

მათე 1
21. და შობს ძეს და უწოდებ სახელად იესოს, რადგან ის იხსნის თავის ხალხს მათი ცოდვებისაგან.

საქმე მოციქულთა 3
26. თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი.

საქმე მოციქულთა 4
12. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.

საქმე მოციქულთა 5
31. თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს.

საქმე მოციქულთა 13
38. მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება.
39. ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.

1იოანე 1
7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.

1იოანე 2
1. შვილნო ჩემნო, ამას გწერთ, რათა არ სცოდოთ, ხოლო თუ ვინმე შესცოდავს, ქომაგი გვყავს მამის წინაშე - იესო ქრისტე მართალი.
2. ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.

1იოანე 3
5. თქვენ იცით, რომ იმიტომ გამოჩნდა იგი, რათა ეტვირთა ჩვენი ცოდვები, და რომ მასში არ არის ცოდვა.

რომაელთა 3
24. მაგრამ ყველანი უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლითა და იესო ქრისტესმიერი გამოსყიდვის წყალობით,
25. ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,

2კორინთელთა 5
21. რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.

2კორინთელთა 8
9. რადგანაც იცით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი, რომ ის, მდიდარი, გაღატაკდა თქვენი გულისთვის, რათა გამდიდრებულიყავით მისი სიღატაკით.

გალატელთა 4
4. მაგრამ, როდესაც მოიწია დროის სისრულე, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე, რომელიც იშვა ქალისაგან და დაემორჩილა რჯულს.
5. რათა გამოესყიდა რჯულიქვეშ მყოფნი და, ამრიგად, მიგვეღო ძეობა.

ეფესელთა 5
2. იარეთ სიყვარულში ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად.

ებრაელთა 5
1. ყოველი მღვდელმთავარი, ადამიანთაგან ამორჩეული, ადამიანთათვის არის დაყენებული ღმერთის სამსახურში, რათა შესწიროს ძღვენი და მსხვერპლი ცოდვებისათვის.
2. მას ძალუძს თანაუგრძნოს უმეცრებსა და გზასაცდენილებს, რადგან თვითონაც მოცულია უძლურებით.
3. და ამიტომ ვალდებულია, შესწიროს ცოდვების გამოსასყიდი მსხვერპლი, როგორც ხალხისათვის, ისე თავისთვისაც.
4. და არავინ თვით არ იღებს ამ პატივს, არამედ მხოლოდ ის, ვინც ღმერთისგან არის მოწოდებული, ისე როგორც აარონი.

ებრაელთა 7
27. რომელსაც არ სჭირდება, როგორც იმ მღვდელმთავრებს, – ყოველდღე ჯერ თავისი ცოდვებისათვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის. რადგან ეს მან ერთხელ მოიმოქმედა, როდესაც თავი შესწირა.

ებრაელთა 9
14. მით უმეტეს, სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისაგან ცოცხალი ღმერთის მსახურებისათვის.
26. თორემ მაშინ მრავალგზის ევნებოდა ქვეყნის დასაბამიდან, ხოლო აწ ერთხელ, საუკუნეთა დასასრულს, გამოჩნდა, რათა თავისი მსხვერპლით გაექარწყლებინა ცოდვა.

ებრაელთა 10
5. ამიტომ ამბობს ის ქვეყნიერებაზე მოსვლისას: „მსხვერპლსა და შესაწირავს არ ინებებ, მაგრამ სხეული განმიმზადე მე.
6. აღსავლენები და ცოდვის გამოსასყიდი არ მოგწონს.
7. მაშინ ვთქვი მე: ‘აჰა, მოვდივარ, წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე, შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.’“
8. ზემოთ რომ თქვა: „არც მსხვერპლები, არც შესაწირავები, არც აღსავლენები, არც ცოდვის გამოსასყიდნი, რომლებსაც სწირავენ რჯულის თანახმად, არ ინებე და არც მოიწონე,“
9. მაშინ დასძინა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად, ღმერთო.“ – ის აუქმებს პირველს, რათა დაადგინოს მეორე.
11. და ყოველი მღვდელი ყოველდღე დგას მსახურებად და მრავალგზის სწირავს იმავე მსხვერპლს, რომელსაც არასოდეს არ ძალუძს ცოდვების გაუქმება.
12. მან კი ერთი მსხვერპლი შესწირა ცოდვებისათვის და სამუდამოდ დაჯდა ღმერთის მარჯვნივ.
13. და მას მერე ელის, სანამ მისი მტრები მის ფეხთა კვარცხლბეკად იქცევიან.
14. რადგან მან ერთი შეწირვით სამუდამოდ სრულყო განსაწმედელნი.

__თემაზე წერდნენ__
*** 
საფრანგეთის დიდი რევოლუციის დღეებში ერთი მოხუცი მამა მივიდა საპყრობილის ჭიშკართან იმ იმედით, რომ უკანასკნელად იხილავდა თავის სიკვდილმისჯილ შვილს, რომლის სახელიც იყო ლუაზეროლი. გაჩერდა ფორანი, რომელშიც უნდა ჩაესხატ და წაეყვანათ სიკვილმისჯილნი დასჯის ადგილას. ერთ-ერთი გამოზახებულთაგანი იყო ლუაზეროლი.
"აქ ვარ ლუაზეროლი!" - გაისმა პასუხი, მაგრამ ხმა მოხუცისა იყო და არა ახალგაზრდა პატიმრისა, რომელსაც ჯერ კიდევ ეძინა თავის საკანში. განსჯის დრო არ იყო და მამა წაიყვანეს დასასჯელად შვილის მაგიერ. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და შვილმა მხოლოდ მაშინ გაიგო, რა ძვირი გამოსასყიდი გაიღო მამამისმა, რათა ეხსნა მისი სიცოცხლე. 
__ იაკობ ლევენი __

*** 
გერმანიაში ეკლესიის სახურავზე მუშაობდა მეთუნუქე. უცებ ის გადავარდა. სიკვდილი გარდუვალი იყო, მაგრამ ამ დროს ეკლესიის გვერდით მწყემსი მიერეკებოდა ცხვრის ფარას. მეთუნუქე დაეცა ერთ კრავს, რის შედეგადაც კრავი მოკვდა, ხოლო კაცი უვნებელი გადარჩა. ამის შემდეგ ეკლესიის შენობის კედელზე გააკრეს კრავის სურათი წარწერით "ეს არის კრავი ღვთისა". 
__ იაკობ ლევენი __

*** 
ჯვარი საკურთხეველია ღმერთისა, იესო კი -კრავი ღმერთისა, რომელმაც იტვირთა ჩვენი ცოდვები და რომელიც შეფვარიგებს ღმერთთან ჩვენ, ცოდვილთ. 
ვიდრე იესოს ვერ ჰპოვებთ, ღმერთის რისხვასას ვერ გაექცევით, მაშინაც კი, როცა ამას ვერ ამჩნევთ ან უარყოფთ. მხოლოდ მას, ვინც იესოს მიეახლა, აქვს მშვიდობა ღმერთისა: "სასჯელი სოფლისა ჩვენისა იდო მასზედ, რაისათვის ჩვენ მშვიდობა მივიღეთ". 
__ ვილჰელმ ბუში __

2.3.6.Спасение дано по благодати, жертвы Его
Пс.3,[9]; 39,6-10; 129,8 Прем.16,7 Ис.53,4-6 Иер.23,5.6; 33,15-17 Матф.1,[21] Деян.3,25.26; 4,12; 5,31; 13,38.39; 1Ин.1,7; 2,1.2; 3,5 Рим.3,23-25,, 2Кор.5,21; 8,9 Гал.4,4.5 Еф.5,2 Евр.5,1-10; 7,27; 9,14.26; 10,5-9.11-14