ღმერთი მართლის აღმდგენელი, ამმაღლებელი, გადამრჩენელი

საკვანძო მუხლები:

იობი 8 : 6 ; ფსალმუნები 3 : 4 ; ფსალმუნები 7 : 10 ; ფსალმუნები 17 : 1 ; იგავნი 2 : 21 ;
2.2.67. ღმერთი მართლის აღმდგენელი, ამმაღლებელი, გადამრჩენელი, გამმართლებელი, განმტკიცებელი, დამმკვიდრებელი და წარმმართველი 

იობ.8,6.7 ფს.3,4,, 7,[10].11,, 17,1-3,, იგ.2,21

ბიბლიის მუხლები

იობი 8
6. თუ სუფთა და წრფელი ხარ, ის ახლავე იფხიზლებს შენთვის და შენს უმწიკვლო საცხოვრებელს აღგიდგენს.
7. და თუ შენი დასაბამი მცირე იყო, შენი საბოლოო დიდად გაიზრდება.

ფსალმუნი 3
4. და შენ, უფალო, ჩემი ფარი ხარ, ჩემი დიდება და ამმაღლებელი ჩემი თავისა.

ფსალმუნი 7
10. შეწყდეს ბოროტება ბიწიერთა, ხოლო მართალი გაამართლე, რადგან შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო! 
11. ჩემი ფარი უპყრია ღმერთს, გულმართალთა მხსნელს.

ფსალმუნი 17
1. გუნდის ლოტბარს. უფლის მორჩილი დავითისა, რომელმაც წარმოთქვა უფლის მიმართ სიტყვები ამ გალობისა იმ დღეს, როცა უფალმა გადაარჩინა ყველა თავისი მტრის ხელთაგან და საულის ხელთაგან.
2. და თქვა: შეგიყვარებ, უფალო, სიმტკიცევ ჩემო.
3. უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო, ღმერთო ჩემო, - ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი. ფარო ჩემო და დამხმარეო, საყრდენო ჩემო.

იგავნი 2
21. რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.