აღთქმის დადება საკუთარი თვალებისადმი გულისთქმით არ შეხედვა ქალწულისთვის


საკვანძო მუხლები:

იობი 31 : 1 ; ფსალმუნები 118 : 37 ; იგავნი 4 : 25 ; იგავნი 6 : 25 ; მათე 5 : 28 ; იაკობი 1 : 14 ; 1იოანე 2 : 16 ; ზირაქი 9 : 1 ;
=3.19.2. აღთქმის დადება საკუთარი თვალებისადმი გულისთქმით არ შეხედვა ქალწულისთვის 

იობ.31,[1] ფს.118,37 იგ.4,25,, 6,25 მათ.5,28.29 იაკ.1,14.15,, 1ინ.2,16 ზირაქ.9,5

ბიბლიის მუხლები

იობი 31
1. აღთქმა მივეცი ჩემს თვალებს, რომ ქალწულისთვის არ შემეხედა; =3.19.2.

ფსალმუნი 118
37. ააცილე თვალი ჩემი ამაოების ცქერას, შენი გზით მაცოცხლე. 

იგავნი 4
25. პირდაპირ იცქირონ შენმა თვალებმა და შენი წამწამები გასწორდეს შენს პირდაპირ.

იგავნი 6
25. გული ნუ მიგივა მის სილამაზეზე, არ გამოგიჭიროს თავისი წამწამებით.

მათე 5
28. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ყველამ, ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში.
29. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

იაკობი 1
14. არამედ ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. 
15. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს. 

1იოანე 2
16. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის. 

ზირაქი 9
5. ქალწულს ნუ უთვალთვალებ, რათა არ შეგაცდინოს მისმა სილამაზემ.

__თემაზე წერდნენ__
***
ნუ იტყვი: “ცუდს რასა ვიქმ, თუკი ლამაზ ქალს თვალს ვერ ვაშორებ?”, რადგან ამით შენს გულში იმრუშე და მალე ამას ხორციელად აღასრულებ.
__ წმ. იოანე ოქროპირი __

***
თუ გსურს დატკბე ქალის ცქერით, შენი ცოლის ცქერით დატკბი და გიყვარდეს იგი. ამას არც ერთი კანონი არ გიკრძალავს. მაგრამ თუკი შენს მზერას სხვის სილამაზეს მიაპყრობ, ამით შეურაცხყოფ შენს ცოლსაც, რადგან მისგან პირს იბრუნებ და იმ ქალსაც, ვისაც უცქერ, რადგან მას მცნებების წინააღმდეგ ეხები.
__ წმ. იოანე ოქროპირი __

3.19.2. Завет (договор) со своими глазами, чтобы они жадно не глядели на женщин
Иов.31,[1] Пс.118,37 Прит.4,25,, 6,25 Матф.5,28.29 Иак.1,14.15,, 1Ин.2,16 Сирах.9,5